მოკლედ რომ ვთქვათ მოსე ჯანაშვილი იყო XIX საუკუნის ისტორიკოსი და ის სარგებლობდა იმ მასალებით რომელიც მაშინ იყო მისთვის ხელმისაწვდომი. იმ პერიოდში მრავალი ქართლის ცხოვრების ახალ-ახალი რედაქციები აღმოჩნდა ხოლო თაყაიშვილმა მოქცევაი ქართლისაის რედაცციაც აღმოაჩინა პირველი ეწ. შატბერდისეული მოგვიანებით აღმოჩნდა მოქცევაი ქართლისაის მეორე ეწ. ჭალიშისეული რედაქციაც ხოლო ახლახან კი სინას მთისეული ,,,სინური''' რედაქცია.
ამ წყაროების მიხედვით ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო ქართლი და იქ დასვა მმართველად აზო ძე იარედონისა და არა იასონისა, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაუკავშირეს იასონს (იარედონ-იასონ), მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ალექსანდრეს არასდროს არ ულაშქრია ქართლში და საერთოდ კავკასიაში. აღმოჩნდა რომ ცნობა ალექანდრეს კავკასიაში ლაშქრობის შესახებ დაცულია ფსევდო დიონისე ჰალიკარნასელის ალექსანდრე მაკედონელის რომანში. ეს არის ზღაპრულად დაწერილი ისტორია რომელიც ბევრ ზუსტ მასალასთან ერთად შეიცავს ბევრ ზღაპრულ ცნობებს სწორედ ამ წყაროში პირველად ფიქსირდება რომ ალექსანდრემ დაიპყრო მსოფლიო მაგრა რეალურად ალექსანდრეს არც მსოფლიო დაუპყრია და არც დარუბანდის კარი ჩაუკეტია. ქართული წყაროები ამ მასალით სარგებლობდნენ როდესაც წერდნენ ალექსანდრეს ქართლში ლაშქრობის შესახებ და ამის გამო არათუ წყაროებში არამედ ისტორიგრაფიაშიც შეცდომა გაიპარა. მოსე ჯანაშვილმა უკრიტიკო ნდობა გამოუცხადა ქართულ წყაროებს ეს მაშინ როდესაც ალექსანდრეს ლაშქრობისმარშრუტი ზუსტად არის ცნობილი და ის გადის არა კავკასიის მთებსე არამედ ჰირკანიის მთებზე - ეს არის თანამედრობე მაზანდარანის მთები ჩრდ. ირანში. ალექსანდრეს აქ არასდროს ულაშქრია და შესაბამისად აზოს აქ ის მამასახლისად ვერც ვერასდროს დაადგენდა!
აზო სავარაუდოდ მმართველად ალექსანდრეს რომელიღაც მემკვიდრემ (ანუ დიადოხოსმა) დაადგინა, თუ ვინ ამაზე კამათი დღემდე გრძელდება.
მოკლედ მოსე ჯანაშვილის ეს ინფორმაცა არის პირდაპირი და უკრიტიკო ,,გადმომღერება'' ქართული წყაროებისა რაც დღევანდელი ჩვენს ხელთ არსებული მასალებით არ მტკიცდება.
ალექსანდრე ზოგადად მსოფლიოს ბატონად ითვლებოდა და ლოგიკურია რომ ყველა ცდილობდა საკუთარი სახელმწიფოებრიობის წარმოშობა მისიდან დაეწყო საქართველო ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენდა, ამის გამო ისტორიაში მსგავსი ლაფსუსი გაიპარა, თუმცა როგორც უკვე ვთქვი არის სერიოზული ეჭვი რომ აქ ალექსანდრეს ერთ-ერთი დიადოხოსის ლაშქარი შემოვიდა ალექსანდრეს სახელით რადგან მისი დიადოხოსები (ანუ გენერლები სარდლები) მისი სახელით აგრძელებდნენ მართვას და ფულის მოჭრას......................................... საინტერესო ტემაა და არსებობს სხვადასვა ვერსიები..............განვიხილოთ ყველა
* * *
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/4...shvili_Moce.pdf ............................
მიმაგრებული სურათი