#46659701 · 6 Jan 2016, 22:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდე, აქტიური 3დ-სთვის გინდა სათვალე(ანუ ისეთი, რომელიც იტენება), თუ პასიურისთვის(ანუ რომელიც არ იტენება). თუ სამსუნგი გაქვს, მაშინ უეჭველი აქტიური დაგჭირდება, თუ ელ-ჯი, მაშინ პასიური. სონის, ფილიპსის, პანასონიკის და ზოგი სხვა ტელევიზორის შემთხვევაში ძირითადად ასევე აქტიური, მაგრამ სონის ზოგ მოდელზეც პასიური სათვალე დაგჭირდება(რომელიც ელ-ჯის მატრიცითაა). მოკლედ, ტვ-ს მოდელი ჩაწერე გოგლში და გაიგებ, რომელი ტექნოლოგიითაა შენი ტვ-ს 3დ. შემდეგ უკვე იფიქრე სათვალის შეძენაზე.
|