წუხელ ღუდუშაურის ექიმებმა სიკვდილს გადამარჩინეს და ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ მათი მთელ ღამეში ერთმანეთთან გადაძახილები მაინც უნდა დავდო
grin emoticon
"წამლის ფულს არ გადავიხდიო და არყის ფული ხო ქონდა."
"ქალბატონო დაორსულება როგორ ვერ გაიგეთ, მარტო იყავით?"
" არ ჩამიფსიათქო გითხარი ექიმო და თუ გინდა მისვით მაინც ხელი"
" მაგას რო გახადეს, მე სანახავი ვნახე,ღმერთიც ვეღარ გამაკვირვებს სასწაულით."
" რომელი ხელიც არ აქვს იქედან დაუდექი და ვეღარ მოგიფათურებს."
" ექიმო არ მოვკვდე თორემ დედას მოგიტ**ავთ"
"რა ლამაზი გოგოა და რა ჭამა ამდენი, სამჯერ ქნა ერთ საათში"
" გინეკოლოგი არ მოსულა ქალბატონო და მე არ მინდა ნანახი მაქვს"
" შემიშვით ბიჭოო ჩემი ოცლარიანი აქვს ჯიბეში"
" ამ საწოლზე ვინმე ხომ არ მომკვდარა?"
" შანსი არ არის ღამე პაციენტი მოიყვანონ და დაბანილი იყოს რა, წამწიწკნა ცხვირი ამ უპატრონომ."
========================
ჩამოვედი და ქობულეთთან რომ ატრაქციონების პარკი "ციცინათელაა", მანდ გაგონილი ფრაზები ჩამოგიტანეთ:
- ქართული იცით ვინმემ?
- ქალბატონო ატრაქციონის შიგნით ნუ იფურთხებით.
- უკვე წლინახევრისაა, ნაღდი ვაჟკაცია და მანქანაზე დასვამთ?
- ალო,ჯერ ქუთაისში ვარ ჩემო სიცოცხლევ, მეც მენატრები.
- 23 წლისაა ბავშვი და ხო დასვამთ ბორბალზე?
- ნუ გეშინია შვილო, ადამიანია.
- ბუსტერზე ვერ დავჯდები, შარშან ჩავიჯვი და მცნობენ.
- სამი წლისას რა უგავს წვერი აქვს ბავშვს.
- ექიმი არ გყავთ? ტუჩზე დამაყარა.
- ამერიკული მთები რომ არ დაარქვან, საქართველოში არ გვაქვს მთები?
- მიდი ქენი შვილო მე არ გიყურებ.
- კაცი ხარ უკვე შვილო რა სირივით იცინი.
- სიმინდი ოჯახისაა?
- შვილო გაერთე თორემ ღორივით გამოგჭრი ყელს.
====================
დეზერტირების ბაზარში ვიყავი და გაგონილი ფრაზები მოგიტანეთ:
"რა ღირს შენი დამპალი მარწყვი?"
"რამდენი გრამიც ამას აკლია იმდენი დღე მოგაკლდეს."
"გავსინჯავო და გამოძღა ეს შობელძაღლი"
"დაუბანელიც ხართ ქალბატონო და თქვენი დედაც მოვ**ან"
"- ქმართან არ დამარეკინოთ ეხლა.
- ამაზე მეტი რა უნდა მიქნას რაც მჭირს."
" აბა აქეთ ტრაკივით ვაშლატამაააა"
" - ბალი რად მინდა 6 ლარად ათი კილო კიტრი მოდის
" - ხოდა ბოვში რომ მოგთხოვს, გამოუსევი მაგი კიტრი პირში"
"ტაქსი თუ გჭირდებათ არ მოგერიდოთ"
" ეგი მაიკა დეილბე და ისე შემეიხიე, თვარა რა გაგხდის მაგას"
====================
სტუმრად ყოფილა გურიაში ვიღაცა, აიღო კაი დიდი პრასი ძაან ბევრჯერ გადაკეცა, ჩააწო მარილში და მასპინძელი ეუბნება: მაგას პირში რო ჩეიდებ მალე გაღეჭე თვარა მაგი თუ გეიშალა თავის ქალას აგხდისო.
================
ზუსტად ერთი წლის წინ ათონელზე
grin emoticon
ქუჩაში გაშლილ სტენდთან ორი იეჰოვას მოწმე იდგა. კაცმა გაიარა მათ წინ ოდნავ ბარბაცით.
- გაინტერესებთ სად მოხვდება თქვენი სული გარდაცვალების შემდეგ?
- *ლეზე მკიდია
=======================
ვერ მოგაკლებთ თბილისობაზე გაგონილი ფრაზების სიამოვნებას:
- მწვადი ათი ლარი რა ამბავია, მამები დაკალით?
- ჩემო ჯეიმს, თბილისი და ბალტიმორი რამ გაყო.
- დაიჯღანე და ისე მოფსი, კაციშვილი ვერ გიცნობს.
- ათი წლის ვირი 5 ჭიქაში გაიგლიჯე, დედაშენის გენზე ხარ რა.
- წავსულიყავით ჯერ ქალებში რა, ღვინის მეტი რა მაქ სახლში.
- ჩხოროწყუობაზე ჩამოვდივარ მე ძმაო? შეგვეშვით რა.
- ამ თემქელებს რაღა უხარიათ?
- აემასაც ქალი ქვია ეხლა და ირინა შეიკსაც?
- სახელს დააკვირდი შუშის ხიდი ქვია, მანდ ჩემი ნებით ავალ?
- მაკოცე გოგო ერთი, რა გაატრაკე საქმე.
- მამი რობოტი მიყიდე ეს კეთილძაღლი, ჩირ ხო ბაბოც მამცემს.
- პატარა ბიჭი, ზრდილობა არ გასწავლეს სახლში შე დედა****ო.
- ნეტავ რა დაუნახე იმსისქე კაბაში ერთი...
- სუნელები სერიოზული გაძვირებულია ძმაო.
- ჩემზე მეტი თბილისელი რომლები ხართ დემენახეთ.
=============
By: Akaa Sinjikashvily
არ ვიცნობ ამ კაცს..
შემთხვევით წავაწყდი ამეებს..
ქართული ცოცხალი (ამ 'სტილის') იუმორის ასეთი მასიური'ხარისხი არ მინახავს ჯერ
This post has been edited by ErikTon on 26 Nov 2015, 04:48