გასაგებია, რომ ბევრი აქაური ასაკისა თუ სხვადასხვა მიზეზის გამო ინგლისურ ენას არ/ვერ ფლობს (და ეს არც სამარცხვინოა, არც ჩამორჩენილობის ნიშანი) და ინფორმაციას რუსულ ენაზე იძიებს, მაგრამ უკვე წლებია ერთი აშკარა ტენდენციაა გამოხატული:
აქ არის იუზერების კატეგორია რომლებსაც საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად რუსული საინფორმაციო წყარო რომ მიუთითო, მომენტალურად გეტყვიან, რომ ის ტენდენციურია, სამაგიეროდ თავად უმეტესწილად სწორედ აღნიშნული წყაროებიდან იღებენ ინფორმაციას და საკმარისია ერთ მათთვის მაინც მისაღებ სტატიას წააწყდნენ, რომ მომენტალურად თემას ხსნიან აქ მის საფუძველზე.
გამაგებინეთ ეს რა არის- ორმაგი სტანდარტია თუ ბოლო-ბოლო არსებობენ ეს "კარგი და ცუდი რუსები"?
სამომავლოდ რომ დავიმახსოვრო, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ენას მათსავით სრულყოფილად არ ვფლობ და მხოლოდ ქართულად და ინგლისურად ვკითხულობ ნიუსებს კარგი იქნება ვიცოდე, ვინ არიან ეს კარგი რუსები და რომელი საინფორმაციო წყაროა მათი?
P.S. პასუხი: "რუსულ წყაროებს იმიტომ ვდებთ, რომ"დაჟე ეგენი აღიარებენ" ხოლმეო, კატეგორიულად არ მიიღება, რადგან მართული და ტენდენციური წყარო არც დაჟე აღიარებს მმართველისთვის მიუღებელ ფაქტებს და არც ინაჩე.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey