ადამიანის ასეთი ტრანსფორმაცია თუ მენახოს... ღიმილს მგვრის ამ კაცის დანახვა.
ყველა კადრში ჩხუბობს, ვიღაცას ეწელება, ემუქრება, ეჭიმება...
რამ გადარია, რა უქნეს ნახებმა ასეთი

ერთი მაღაზია ჰქონდა ნიკეაზე და იმედია ის წაართვეს და სხვა რამით არ გაუმწარებიათ
არადა მოჭადრაკის ტიპაჟია... სულ ასურბანიფალებზე და თუთმოსებზე ლაპარაკობდა პედაგოგიურში.
მართალია იქაც ვერ ბრწყინავდა, მაგრამ წყნარად მაინც იყო, არაფერს აშავებდა.
ახლა გავეშებულია კაცი, ვის ეჩხუბის აღარ იცის... ვერ ცემა ვერავინ. დავიწვი საცოდაობოთ...
დავინტერესდი რას საქმიანობს პარლამენტში და აი რა აღმოვაჩინე.
საპარლამენტო საქმიანობა:
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის წევრი.
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
- არგენტინის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი.
- ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი.
- ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი.
- იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი.
- იტალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი.
პ.ს. ვოლსკი გამოესარჩლა და გაბაშვილს უტევდა...