თბილისი "ჯიმებისა" და დარბაზების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, მიუხედავად ამისა მაინც ბევრი წუწუნებს რომ სავარჯიშო დარბაზი აკლია დარბაზს, მაგრამ ასე არ არის, უბრალოდ არსებულ დარბაზებს აკლიათ ბრენდის სტატუსი, სწორედ ამიტომ როდესაც ამბობ რომ ფიტნესით ხარ დაკავებული ან ბოდიბილდინგით ან უბრალოდ "ვარჯიშობ" მსმენელს "ასპრიის" ასოციაცია უჩნდება, რადგანაც ის უკვე ბრენდად ჩამოყალიბდა და ამან განაპირობა მისი პირველობა. ქვემოთ მოვიყვან ყველა იმ დარბაზს, რომელთანაც შეხება მქონია და სადაც მივარჯიშია.
ანალოგიურად თქვენც დაწერეთ თქვენი გამოცდილება, რათა დამწყებებს მოკლე წარმოდგენა შეექმნათ თუ სად მიდიან სავარჯიშოდ.
ასპრია ფიტნესი – ყველამ კარგად ვიცი თუ რას წარმოადგენს ამ სახელის მიღმა არსებული პირველი საქართველოსთვის დიდი ასეთი პლატფორმა. ასპრიას გააჩნია ოთხი ფილიალი, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ნაწილშია, მასზე ვრცლად საუბარს აზრი არ აქვს, ზემოაღნიშნული ცნობადობიდან გამომდინარე.
FB:
https://www.facebook.com/AspriaFitnessმისამართი: #1 – ჭავჭავაძის გამზირი 39, სავაჭრო ცენტრი Archi Tower, II სართული. #2 – ბურძგლას ქ#74. #3 – ბიზნეს ცენტრი "მარიამი" მეტრო ახმეტელთან. #4 – წერეთლის გამზირი 2 დინამოს სტადიონი,VIP ზონა, კარი 22
პარკინგი: არის.
აბონიმენტის ღირებულება: 100 ლარი.
Urban Fitness – ფუქციონირებს 2015 წლიდან, დარბაზზე წარმოდგენას სახელიც ქმნის, კედლების ინტერიერი ვერ ვიტყოდით რომ მაინცდამაინც თემატურია ფიტნესთან ან სტრიტ არტს გავს, მაგრამ დასაფასებელია ისიც რომ ასეთ რამეს სხვა დარბაზში ვერ შევხვდებით, რაც შეეხება სხვა ყველაფერს რაც უშუალოდ სავარჯიშო ინვენტარს არ ეხება ნამდვილად ურბანულ სტილშია გადაწყვეტილი. რაც შეეხება ინვენტარს დარბაზში ყველაფერია იმისთვის რომ ბოდიბილდერმა და უბრალო მოყვარულმა მხარდამხარ ივარჯიშოს, ტრენაჟორები ძირითადად "Trotter" და "Cybex"-ის ფირმისაა. დარბაზი მუშაობს დილის 08:00 საათიდან ღამის 00:00–მდე, ყოველდღე. დარბაზში ასევე შეხვდებით პროტეინ ბარს და ასევე სხვადასხვა პროდუქციას, ვიტამინებს, საკვებ დანამატს და სხვას. რაც შეეხება მწვრთნელებს, ბიჭებსა და გოგოებს სხვადასხვა.
FB:
https://www.facebook.com/Urban-Fitness-869811166428170მისამართი: გაგარინის შესახვევი 2.
პარკინგი: არის.
აბონიმენტის ღირებულება: 60–80 ლარი.
Blue Fitness - ასევე, ასპარეზზე ახლად გამოჩენილი სახელი, რომელიც მუშაობის სტილით ძალიან ჰგავს ასპრიას მაგრამ არაფრით ჩამოუვარდება მას. დარბაზის მთავარი მახასიათებლები ხელმისაწვდომობა და ფასია, ასევე, მომუშავე პერსონალი. დარბაზი მუშაობს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში.
FB:
https://www.facebook.com/Blue-Fitness-285354028325156მისამართი: მუხიანის გადასახვევი, გობრონიძის ქუჩა, ფრესკოსა და ვისოლის მიმდებარე ტერიტორია.
პარკინგი: არის
აბონიმენტის ღირებულება: 50 ლარი.
Absolute Gym & Fitness – დარბაზი სადაც პირველივე დღიდან გგონია რომ დიდი ხანია აქ ვარჯიშობ, ადგილი სადაც არავინ შეგაწუხებს უაზრო რჩევით "ბრატ ეგრე არა ტო, წონას მოუმატე", დარბაზი, ასევე, გამოირჩევა უნიკალური ლოკაციით, იგი პირდაპირ მეტრო გოცირიძის წინაა. სამწუხაროდ, დარბაზი არ მუშაობს 24 საათი, მაგრამ ყოველდღე ღიაა მისი კარი 08:00 საათიდან ღამის 00:00–მდე.
FB:
https://www.facebook.com/absoluteflexმისამართი: ვ. ნინუას № 3 მეტრო გოცირიძის პირდაპირ.
პარკინგი: არის.
აბონიმენტის ღირებულება: 50–70 ლარი.