#46854538 · 28 Jan 2016, 22:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გრაფი_ვესპერი
ფილმის შესახებ ვერ ვიმსჯელებ, ვინაიდან მასეთ ფილმები ძალიან დამღლელია, ვინაიდან რეკლამასავთი ჟღერს და მცდელობაა რომ შთაგონება მოახდინოს ადამიანზე (ჰიპნოზივით რაღაც), თავიდანვე ის სიტყვები მეტყველებს რომ ამ ფილმის მერე მოეშვებით და კარგად იგძნობთ თავსო, თანაც არ გაანალიზოთ და ჩაეფალით მთლიანად ფილმშიო, ამის მერე გამოვრთე, ვინაიდან ენეგია მიაქვს მხოლოდ.
ხოლო რაც შეეხება თემას? საკმაოდ ბევრის მომცველია და ბევრი რამ შეიძლება ითქვას, თუნდაც სულიერის არსებობის როგორც რეალური რამ ამის პოვნა, ეს ყველა ადამიანშია უბრალოდ დაკვირვებაა საჭირო... ლოგიკურადაც კი მტკიცდება და თვალსაჩინოც კი არის ბუნებაში ეს..
მაგალითად: თუ დავაკვირდებით ჩვენს ირგვლივ მყოფ სამყაროებს, პირველ რიგში ხილულს რომელიც შესდგება მოლეკულების და ატომებისგან, თავის მყარი, თხევადი და გაზობრივი ფორმებით.. ამას მინერალური სამყარო დავარქვათ (ან სხვა, მატერიალური თუ სხვა), მაგრამ არსებობს აგრეთვე მცენარეული სამყარო, რომელიც აგრეთვე შესდგება მოლეკულებისგან და ატომებისგან ან უფრო მცირე ნაწილაკებისგან, მაგრამ მასში არის რაღაც უხილავი რაც მას ცოცხალს ქმნის, თან მინერალურ სამყაროსგან განსხვავებით ის მრავლდება და მარცვლიდან აღმოცენდება, აი ამ სიცოცხლეს რაც ანიჭებს დავაქვათ ეთერული ან მაცოცხლებელი ძალა თუ ენერგია (ან სხვა არა აქვს მნიშვნელობა), ფაქტია რომ ეს უხილავი როცა ეს ეთერული აღარ არის მცენარეში, მცენარე მკვდარი მატერია ხდება ანუ მინერალური რჩება მხოლოდ. ასეთი ფაქტების დანახვით შეიძლება შემდეგ ცხოველზე გადასხვლა, ცხოველებსაც გააჩნიათ მინერალური და აგრეთვე ეთერული ისინიც გარკვეულ ფორმას ღებულობენ და მრავლდებიან, მაგრამ ცხოველებში არის დამატებით კიდევ რაღაც რაც მცენარეში არაა, სწორედ ამას მოჰყავს ცხოველი მოძრაობაში და მას გააჩნია უკვე განცდები და სხვა ბევრი რამ რაც მცენარეს არა აქვს (ატრალი)... ასეთი ლოგიკით თუ მივყვებით ადამიანშიც დავინახავთ ყველა იმ კომპონენტს რაც მინერალურშია, რაც მცენარეშია და რაც ცხოველშია, მაგრამ ადამიანში კიდევ არის უფრო მეტი რაც ადამიანს მეტყველს და ცნობიერს ხდის, ინდივიდია ის და ეს არის მისი სულის ქმედება მასში ინდივიდუალუირ სულია, რომლის გარეშე ვერ იარსებებს. აქ შევეცადე მოკლედ, ძალიან შემოკლებული ფორმით, მიმენიშნებინა თუ როგორ შეიძლება სულიერის დანახვა ყოველდღიურობაში.
აქ უფრო ვრცლადაც შეიძლება მსჯელობა და სხვა მეთოდებზეც საუბარი თუ როგორ ვიპოვოთ ჩვენს თავში სულიერის გამოვლინება, როგორც რეალური რამ, ყველაფერი რაც მიწერი ხელსაწყოებით არ იზომება მაგრამ მათ არსებობას ვერ უარყოფ ანუ რეალურობას. თუნდაც აზრები.
--------------------
ლოცვა: …იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო... იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა. yovel otxshabats sagamos 7 saatze caikitxavt 3-jer, mteli msoplios qartvelobas gaaertianebt. © Artist
|