datodavitaმოკლედ, იმისათვის რომ თამაში დაწერო გინდა ძალიან ბევრი რამ, მაგალითად, უნდა იცოდე პირველ რიგში რა როლი გაქვს კონკრეტული თამაშის დაწერაში, მოდელიორი, ანიმატორი, დიზაინერი, პროგრამისტი და ა.შ. რომ შენ შესაბამისი განვითარების გზით წახვიდე ახლა რა ხდება პროგრამისტის მხრიდან:
//
ავიღოთ თამაში კრიზისი, ამ თამაშის პროგრამისტებს პირდაპირ CryEngine-დან არ დაუწყიათ დამიჯერე! ესენი არიან ძალიან გამოცდილი ტიპები, რომლებმაც დაიწყეს ძაან თავიდან და მივიდნენ აქამდე - ანუ ენჯინამდე
ენჯინი არის თული, რომელშიც გაერთიანებულია ყველაფერი, რომ შენ ზედმეტი შრომისგან დამოუკიდებლად, რასაც HardCoding - იჰქვია გათავისუფლდე

ანუ შენ თუ თავიდან წერე ყველაფერი, მაშინ ადექი და ენჯინის გარეშე დაწერე თამაში, თუმცა ენჯინითაც ძნელია თამაშის დაწერა

(ნუ ესენი ცალკე ბაზარია )
//
თუ პროგრამირებასთან შეხება არ გქონია და გინდა თამაში დაწერო არ გირჩევდი პირდაპირ გეიმ ენჯინს და მითუმეტეს მონსტრ CryEngine - ს "მივარდე"

პირდაპირ გეტყვი, ძალიან გაგიჭირდება, ორ-სამ კვირაში(თუ გაძელი ამდენი ხანი) გული აგიცრუვდება და თავს დაანებებ, იმიტომ რომ საფუძველი არ გექნება

კარგია, რომ ამბიციები გაქვს და გინდა დაწერო თამაში. თუ სერიოზულად აპირებ ამ საქმეს ხელი მოჰკიდო, ჩემი პირადი რჩევა იქნება რომ ჯერ უმარტივესით დაიწყე, მაგალითად C ენა გაარჩიე, სინტაქსი,თავისებურებები,, მერე გადადი C++ - ზე, OOP დაამუღამე მერე დაიწყე პატარა თამაშების გაკეთება კონსოლში

Programming Skill ები დაამუღამე შემდეგ გადადი გრაფიკულ ბიბლიოთეკებზე , მაგალითად OpenGL, DirectX, გაარჩიე, შემდეგ პატარა თამაშები იქაც წერე, მერე ცოტა სერიოზული რაღაცეები აკეთე OpenGL - ში

ოღონდ ამ ყველაფერთნა მათემატიკა უნდა იცოდე კარგად

მინიმუმ ანალიზური გეომეტრია, მატრიცები, ვექტორები, ორგანზომილებიანი, სამგანზომილებიანი და ა.შ. ეს იმიტომ, რომ თუ ვექტორის მიმართულება არ იცი არის და როგორ გაიგო, დამიჯერე, იარაღიდან სროლას ვერ დაწერ.
ვთქვათ "მოიკალი" თავი და ამ ყველაფრის გარეშე გაარჩიე CryEngine, დაწერე კიდეც რაღაც თამაში, მოეწონე ვიღაცას, აგიყვანა Team - ში. მიხვედი მათთან, დამიჯერე ძალიან დაიჩაგრები, რადგან რომ გკითხავენ Rotate, ან ტრანსლატე რა პრინციპით მუშაობსო? ან კოდი წერე რაიმე პატერნითო, აი აქ უკვე მაგრად დაატორმუზებ, რადგან აღმოაჩენ რომ თურმე ბევრი რამე გაგიმაზია

...
ჩემი რჩევა იქნება, რომ განვითარდე იქიდან საიდანაც ყველაფერი იწყება

წარმატებებს გისურვებ