დოჰა - ყატარის დედაქალაქი, რომელიც მდებარეობს სპარსეთის ყურის სანაპიროზე. იგი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკურ ცენტრს, სადაც განლაგებულია უმსხვილესი ბიზნეს ცენტრები. ქალაქის განვითარება იწყება 1971 წლიდან (როცა ყატარმა დამოუკიდებლობა მოიპოვა), ამას ხელი შეუწყო ნავთობის დიდმა მარაგმა და დღესაც რჩება ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ ქვეყანად.
სრულიად შემთხვევით მომიწია 1 დღით დოჰაში დარჩენა და ნანახმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა, გავედით რა აეროპორტის ტერიტორიიდან.
სასტუმროში დაბინავებსი შემდეგ მოვიმარჯვე ჩემი ფოტო-აპარატი და დავხეტიალობდი ქალაქის ქუჩებში (ჩემს მეგობრებს მიეძინათ სასტუმროში).
ესეც სურათები:
ქალაქის თავზე ასეთი სანახაობა ყოველ 10 წუთში ერთხელ არის

ესეც სასტუმრო, სადაც დავბინავდით



ქალაქში მშენებლობები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. დედაქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს ჩამოსული ემგრანტები შეადგენენ, რომლებიც ძირითადად მომსახურეობასა და მშენებლობაზე არიან დასაქმებულები, უმეტესწილად აზიის ქვეყნებიდან. ჩემს გაკვირვებას არ ქონდა ადგილი, როცა დიდ სავაჭრო ცენტრში მოგვიახლოვდა საკმაოდ წარმოსადეგი ქალბატონი და ქართულად მოგვესალმა (ჩვენი საუბარი ესმოდა), აღმოჩნდა თბილისში დაბადებულ-გაზრდილი რუსი ქალბატონი, რომელიც 10 წელია უკვე იქ მუშაობდა ტურიზმის სფეროში. გვითხრა დღემდე ვაკეთებ ჩურჩხელებს, ტყემალს და საცივსო

)

ესეც დილის ხედი ჩემი ნომრიდან


ღამის ქალაქი

ესეც მე

This post has been edited by grafinia79 on 27 Aug 2013, 22:25
"და თუ ოდესმე ადამიანებს უმართებულოდ უსვრიათ ჩემთვის ქვა და ტალახი, მე მათ ჩემი ტაძრისთვის ვიყენებდი. ამ ტაძრის საძირკველი არასოდეს დაჰკარებია მიწას."
Слепому не покажешь, глухому не расскажешь, дебилу не докажешь.
Лягушка и с золотого трона спрыгнет в болото.