დედაქალაქის ე.წ. ყვითელი ავტობუსებით მგზავრობა უსაფრთხო არ არის
ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა. მოძველებული ტრანსპორტით მგზავრობა უსაფრთხო უკვე აღარ არის. დედაქალაქის ე.წ. ყვითელი ავტობუსების დიდი ნაწილი 8-10 წლისაა.
ქალაქში მგზავრებს 600-მდე ყვითელი ავტობუსი ემსახურება. რამდენიმე ათეული ავტობუსების სადგომში შეკეთების რიგს ელოდება.
უსაფრთხოების გამო, ავტობუსების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ ქალაქის მთავრობაშიც.
თბილისის მერის მადგილე ამბობს, რომ 5-6 თვეში ქალაქს 200-მდე ახალი ავტობუსი ეყოლება, უახლოეს 2 წლის განმავლობაში კი ავტოპარკი მთლიანად უნდა ჩანაცვლდეს. ამისთვის ქალაქის მთავრობა რამდენიმე მილიონიანი სესხის აღებას გეგმავს.
http://rustavi2.com/ka/news/249425-6 თვე... ანუ მძღოლებო ერიდეთ ზამთარს, ვინაიდან მოიმატებს ავტო-საგზაო შემთხვევები თუ გავითვალისინებთ იმას, რომ გაუმართავი ავტობუსების მართვა არც თუ ისე იოლი იქნება ზამთრის პირობებში