ფეისბუკიდან
1. 34 წლის "ხუმარა" ბლოგერი, რომელსაც არ ესმის, რა კონტექსტია მსოფლიოში (განსაკუთრებით, ამერიკასა და ევროპაში) ტერორიზმის კუთხით, არის შტერი და სულაც არ არის შესაცოდი.
2. მის იდიოტურ ხუმრობაზე რეაგირება არის სპეცსამსახურების ვალდებულება და ამ რეაგირებისთვის ბევრი რესურსი უნდა დაიხარჯოს - შესაბამისად, ეს "ხუმარა ბლოგერი" არის მავნებელიც და არა - მხოლოდ "ცოტა (!) არაეთიკური საქციელის" ჩამდენი, როგორც ეს მისმა ოჯახმა განაცხადა.
3. სპეცსამსახური ვალდებულია, ყველა ასეთი "ხუმრობა" პოტენციურ საფრთხედ და მუქარად განიხილოს. ასე რომ არ მოიქცეს და ერთ საშინელ (და არა - მშვენიერ) დღესაც ვიღაც "ხუმარას" ამოფარებული მართლა ექსტრემისტი აღმოჩნდეს, მერე გვიან იქნება ვიშვიში.
4. როგორც ვიცი, ტერორისტული "მუქარა", ისევე, როგორც "სიძულვილის ენა", კრიმინალად ითვლება იმ სახელმწიფოებში, რომლებსაც ჩვენ მივიჩნევთ განვითარებულად და დემოკრატიულად. შესაბამისად, ეს პირი იქაც იქნებოდა დაკავებული. სხვა საკითხია, რა ზომებს მიიღებდნენ სასამართლომდე. უმეტესად, როგორც ვიცი, შინაპატიმრობას მიუსჯიდნენ მოუშენ დეტექტორით და ყველანაირი საკომუნიკაციო საშუალების გარეშე. ჩვენთან, მგონი, ესეთი რამ არ არის. შესაბამისად - წინასწარი პატიმრობა გამოძიების დასრულებამდე ადეკვატური სასჯელი მგონია. გამოძიებას სჭირდება თუ არა 2 თვე, ეგ მე არ ვიცი და ამიტომ, ვერც შევაფასებ. შეიძლება, 3 დღე სჭირდება და 2 თვე გაწელილია - ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ დაიწყონ მისი ყველა კონტაქტის და ა.შ. შესწავლა, რასაც აშკარად დიდი დრო უნდა.
ხოდა, რატომ გამოჰყავთ ეს ადამიანი ლამის გმირად? რა პეტიციებს ავრცელებენ და რაში უცხადებენ მხარდაჭერას? რამე მაგარი საქციელი ჩაიდინა და მე არ მესმის?
PS. ნათია ფანჯიკიძეს დავესესხები და მეც დავეთანხმები, რომ თავისთავად, სამწუხაროა, ადამიანს სისულელის გამო რომ პრობლემები შეექმნა.
და იქვე კომენტარი
Nestan Ratiani აზრზე არა ვარ, რა ხდება (ჯეჯერობით, იმედია), მაგრამ, როგორც ყოველთვის, გეთანხმები!...................................
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
აი სწორედ ესაა დღეს საქართველო
ამერიკელი კომკავშირლები
და ამას ებრძოდა მისი ღადაობით და ტროლინგით სულხანი
და თქვენ
აშუშუნებულებს
არ გაქვთ არანაირი უფლება დღეს გადმოყაროთ ცრემლები................
კარგად ვიცი რაც გტკივათ
კარგად იყავით