https://www.schwulenberatungberlin.de/sprac...83%9A%E1%83%98/ჩვენ ვუწევთ დახმარებას მრავალპროფილიანი სერვისებით ყველა კულტურის, ნაციონალობის, და რელიგიის ადამიანებს
როგორც მრჩეველი ორგანო, ჩვენ ვთავაზობთ დახმარებას და მხარდაჭერას გეი და ბისექსუალ მამაკაცებს, ტრანს, ინტერ და აივ/შიდსით დაავადებულ ადამიანებს, ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულია.
30 წლის მანძილზე, ჩვენ განვითარდით როგორც დიდი მულტიპროფესიონალური გუნდი, რომელიც მოიცავს ექიმებს, განმანათლებელს, პედაგოგებს, ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, ჰუმანიტარულ- ჯანმრთელობის- და სოციალურ მეცნიერებს, ადმინისტრაციულ თანამშრომლებს, უამრავ ჰონორარიან სპეციალისტს,
აგრეთვე იმიგრაციული წარმოშობის ადამიანებს.
ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს საკონსულტაციო დახმარებას უამრავ განსხვავებულ ენაზე: არაბული, ინგლისური, ფრანგული, ბერძნული, პოლონური, სლოვაკური, ესპანური, რუსული, ჩეხური და თურქული.
იმ შემთხვევაში თუ თქვენი სალაპარაკო ენა არ არის ზემოთ წარმოდგენილი, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ ვიპოვოთ შესაფერისი თარჯიმანი. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ რომ ვუპასუხოთ თქვენ შეკითხვებს, კონსულტაცია და მოკლე ან
გრძელვადიანი მხარდაჭერა გაგიწიოთ.