ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები პროკურორის მკვლელობის საქმეზეპროკურორის მკვლელობის საქმეზე ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება. ბრალდებულის ოჯახი დანაშაულთან ბიძინა კუჭავას კავშირს ისევ უარყოფს და პროკურატურაში განცხადების შეტანას გეგმავს.
ოჯახის წევრთა პრეტენზიები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის იმ კომენტარს უკავშირდება, სადაც არჩილ თალაკვაძე მკვლელობის დეტალებზე და კუჭავას მიერ ვახტანგ ქირიას ცხედრის დანაწევრებაზე საუბრობდა.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ცოტა ხნის წინ ბრალდებულის ადვოკატი იმ პირს შეხვდა, რომლის მანქანაშიც, გამოძიების ცნობით, ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა. თუმცა დავით პოპოვმა შეხვედრის ადგილი მოულოდნელად დატოვა.
http://1tv.ge/ge/news/view/115813.html This post has been edited by Z A Z A on 19 Jan 2016, 20:36
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo