#46770564 · 19 Jan 2016, 22:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
leonidas18 გამარჯობა მშენებლობის ნებართვის ასაღებად ეს სამი სტადია უნდა გაიარო: 1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა - (გაპი) 2. არქიტექტურული პროექტის შეთანხმება 3. მშენებლობის ნებართვის გაცემა.
სამივე სტადია უნდა გაიარო ელექტრონულად თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის საიტზე www.tas.ge სადაც უნდა დარეგისტრირდე და შესაბამის ელექტრონულ განაცხადებში უნდა ატვირთო მოთხოვნილი დოკუმენტაცია. პასუხიც მოგივა შესაბამისი (დადებითი, უარყოფითი ან შუალედური თუ რამე ხარვეზი დაგიდგინდა). თუმცა იქამდე გირჩევ იმავე სამსახურის არქიტექტორებთან (ან სხვა არქიტექტორებთან თუ გყავს რათქმაუნდა) გაიარო შესაბამისი კონსულტაცია მერიაში მე2 სართულზე.
წარმატებები!
|