გამარჯობა,
პრობლემები შემექმნა ერთ-ერთ სამშენებლო კომპნიასთან და ვერაფრით ვერ ჩამოვყალიბდი რა მოვიმოქმედო. ანუ, ადვოკატი ვიპოვო თუ რომელიმე იურიდიულ კომპანიასთან დავიჭირო საქმე? ან როგორ უნდა ავარჩიო ადვოკატი/ბიურო საერთოდ? ასე კარ-და-კარ ვიარო? არც კი ვიცი რა კრიტერიუმით უნდა ავარჩიო....
სამწუხაროდ ინტერნეტში მაინც და მაინც ბევრი ინფო არაა ადვოკატებზე და მათი კლიენტების კომენტარებზე საუბარიც ხომ ზედმეტია...
ფინანსური მხარეც ძალიან მაინტერესებს და მადარდებს... არ ვიცი რა შეიძლება დამიჯდეს ამ საქმის წარმართვა და შეგიძლიათ მიახლოებითი თანხები მაინც მომწეროთ? წინასწარ ხდება ანგარიშსწორება თუ საქმის დასრულების შემდეგ?
ძალიან მეშინია და ვღელავ

((
მადლობა!