გადავხედეთ მე და მსოფლიო დემოკრატიამ აქოურ კაზუსებს და ღმერთო ჩვენო რა მოსაწყენი და აკადემიურია ისინი, უჟასია ნამდვილი...
არადა კაზუსის ამოხსნა სახალისოც უნდა იყოს, მისი ამოხსნის მეტი სტიმული რომ მიეცეს ფართო საზოგადოებას...
ჰოდა მოდელირებულად მოვიგონოთ რაიმე ასეთი ტიპის კაზუსები, თანაც ისე, რომ პრაქტიკისგან მთლად მოწყვეტილებიც არ იყვნენ და რომელიმე ერთი სამართლის დარგის ფარგლებშიც არ იხარშებოდნენ, როგორც ეს აქ ერთს უყვარს ძალიან (ამ კოლმეურნეობის თავმჯდომარის ნიკ-გვარს არ დავასახელებ, თავადაც მიხვდება)...
აი პირველს ასეთ კონტექსტურ შემთხვევას მოვიყვანდი:
ვთქვათ, მიდის ტროტუარზე ქალი ბავშვიანი ეტლით და წინ ეღობება ნაგლი როჟის დაყენებული ავტომანქანა, შუა ტროტუარზე ძაან უშნოდ გაჩხერილი და რომლის გვერდის ავლა ძალიან რთულია... კაი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეს ქალი მაინც აგრძელებს გზას, ძლივს უვლის გვერდს ამ მანქანას, მარა ეტლით მაინც გაკაწრავს ასე თუ ისე შესამჩნევად... აღმოჩნდება, რომ იმ მანქანის ნაგლი მძღოლი/პატრონი იქვე ეგდო, ჯერ თავს არ იმჩნევდა, მარა ეს გაკაწვრა რომ დაინახა, აღრიალდა, ქალო მანქანა რატო გამიფუჭეო, გადამიხადე ეხლა ამის გასაკეთებელი ფულიო... ამ ქალმა არაო, თავხედი ხარო და ღირსი ხარ კიდევ უფრო მაგრაც გამეკაწრაო... კაცმა არაო, უნდა გადამიხადოო, აი ეხლა პატრულს გამოვიძახებო... ქალმა კისერიც გიტეხიაო, გინდ მამა გაბრიელი გამაიძახე და მერე თან მიყევიო და განაგრძო გზა... კაცი წამოეწია, მოკიდა ხელი და არსად არ გაგიშვებ, სანამ პატრული არ მოვაო, იძულებით გაგაჩერებო... ამასობაში ამ ჯაჯღანში ბავშვიც ატირდა, გამვლელებიც შეჩერდნენ, ზოგი ქალის მხარეს იყო, ზოგიც კაცის... ეს კაცი ისევ ჩაჭედილია ამ ქალს და არ უშვებს, მარა აღმოჩნდა, რომ ეს ქალი იქვე ნაცხოვრება, ქმარი სახლში ჰყავდა, დაურეკა და ის პატრულამდე მოვარდა, გზად ორიოდ სიტყვითაც უთხრა ქალმა რაც ხდებოდა და ქმარი როგორც კი მოვარდა, გინებით მაგრა მოსდო ყბაში ამ მანქანის მეპატრონეს... მეპატრონემაც დაუბრუნასავით რა და ატყდა ჩხუბივით გაწევ-გამოწევითი დვიჟენიების ფონზე, რასაც მოყვა იქ შეკრებილ გამვლელთა ჩოჩქოლი, ყვირილი, მოჩხუბართა დაშოშმინების მცდელობა და მსგავსი... მალევე შემოსრიალდა პატრულის "ბულდოგი", გადმოვიდნენ იქიდან პატრულები და აბა რახდება, ვინ ჩხუბობსო?... ჰოდა როგორც ხდება ხოლმე რა, მოჩხუბრები დააკავეს, ბავშვიან ქალს ჩვენება უნდა ჩამოგართვათო, გამვლელებსაც ვინმემ თუ რაიმე დაინახეთო, მოგვეცით ჩვენებაო და თქვენი კოორდინატებიო და ა.შ.
ეხლა აბა რას იტყვით, ვინ ბოლომდე ან ნაწილობრივ მართალი ანდა მტყუანია მთელ ამ საქმეში, როგორ დაკვალიფიცირდება მათი მოქმედებები, რა უნდა ექნა პატრულს უპირველესად, უპირატესად და მთლიანობაში, კომპლექსშიც რა, და მთავარი, თქვენ რას იზამდით იმ ქალის, მისი ქმრის ან მძღოლის ადგილას რომ აღმოჩენილიყავით?...
მთლად დაგრუზულები და ოდენ ნეგატივის კუთხით და ჭრილში ნუ შეხედავთ ამ სიტუაციას, რომელიც სავსებით შესაძლებელია მოხდეს ქუჩაში ნებისმიერ დღეს და ლაღად, ხალისით, პოზიტივზე შემართებით და ყოველგვარი სტერეოტიპური ასეა მიღებულის ბოჭვების გარეშე შეეცადეთ მის შეაფსება-გადაწყვეტას თქვენთვის მაინც... ბოლოს ნახავთ როგორაა კანონმდებლობით (იურისტების ჩართვით, მათი პოლემიკით და შეძლებისდამაგვარად საერთო გადაწყვეტამდე მისვლით) და შეადარებთ, რამდენად მართებული ყოფილხართ თქვენს თავდაპირველ წარმოდგენა-გადაწყვეტებში, ანუ ასეთ კაზუსებს საკმაოდ პრაგმატული დატვირთვაც აქვთ, შესაძლოა ძაანაც გამოგადგეთ ცხოვრებაში ეს ცოდნა...
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...