> მოგესალმებით მეგობრებო, როგორც დრომ გვიჩვენა საქართველოს მთავრობა არ აპირებს უკან დახევას და დაგემილი აქვს იმ მახინჯი კანონპროეტის მიღება, რომელსაც ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად ვაპროტესტებდით.
> ეს ფაქტი დადასტურდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ის არაპირებს უკან დახევას და აუცილებლად მიიღებს ამ კანონპროექტს.
> აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას, 9 წელზე ზემოთ ასაკის ავტომობილებზე განბაჟების ტარიფის 500%-ით გაძვირებას და მართვის მოწმობებზე 100 ქულიანი სისტემის შემოღებას.
თავს არ მოგაწყენთ იმაზე საუბრით, რომ ის არგუმენტები , რომლითაც საქართველოს მთავრობა ცდილობს გაამყაროს ეს გადაწყვეტილება, არის აბსურდული. ეს საკანონმდებლო ცვლილებები არანაირ კავშირში არ არის, არც საცობების განტვირთვასთან, არც მოძრაობის უსაფრთხოებასთან და არც ეკოლოგიასთან.
> !!! როგორც ჩვენთვის დღეს გახდა ცნობილი, საქართველოს მთავრობა ძალიან ჩქარობს აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში გატანას, იმ მიზნით, რომ ჩაჯდნენ გაწერილ ვადებში, ანუ მოასწრონ 1 მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცის აკრძალვა.
შესაბამისად, ამა წლის 21 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში (თბილისში) ჩაინიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც შსს წარადგენს კანონპროეტს და გაიმართება განხილვა.
> აქედან გამომდინარე, აუცილებელია კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ მთავრობის აღნიშნული მახინჯი გადაწყვეტილება. მივაწვდინოთ ჩვენი ხმა საქართველოს პარლამენტის წევრებს და მთავრობას, რომ არც ჩვენ არ დავიხევთ უკან არცერთი ნაბიჯით!!! და უარი ვათქმევინოთ აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
> !!! მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ 21 იანვარს არის სამუშაო დღე, მაქსიმალურად უნდა შევძლოთ და შევიკრიბოთ 12:30 პარლამენტის უკანა შესასვლელთან. ყველამ ერთად დავიცვათ ჩვენი, კონსტიტუციით გარანტირებული უფლება!
> გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი შეკრების ადგილი არის საქართველოს (თბილისის) პარლამენტი, გადავწყვიტეთ ჩვენი აქციის სახე არ იყოს ავტომობილებით მსვლელობა და უბრალოდ მივიდეთ ფეხით. სადაც შემოგვიერთდებიან ის ადამიანებიც, რომელთაც არ ყავთ ავტომობილი, მაგრამ მხარს არ უჭერენ და აპროტესტებენ მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)