ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი უახლოეს რამდენიმე დღეში გამოცხადდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
დავით ნარმანიამ კომენტარი გააკეთა თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ახალი ავტობუსების შემოყვანის საკითხს ეხებოდა.
,,ოპოზიციამ უმჯობესია განმარტებები გააკეთოს იმაზე, თუ რატომ ვერ მოაგვარეს ამდენი ხანი ავტობუსების პრობლემა, როდესაც მმართველობაში იყვნენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ აბსოლუტურად გაუბედურებული პარკი გადმოგვაბარეს და ყოველდღიურად ფუჭდება ავტობუსები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაჩქაროთ წინამოსამზადებელი სამუშაოები და გამოვაცხადოთ ტენდერი. საბოლოო ფაზაა ტენდერის გამოცხადებამდე და მას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა თბილისში ახალი ავტობუსების შესაძენად 30 მილიონი ევროს ღირებულების სესხი უნდა გამოყოს, რის შემდეგაც თბილისის მერია 150 ახალ ავტობუსს შეიძენს. სესხის გამოყოფამდე მერიამ ტენდერი უნდა გამოაცხადოს. როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ტენდერი მერიას ნოემბერში უნდა გამოეცხადებინა.
http://infolab.ge/2016/01/19/%e1%83%97%e1%...83%94%e1%83%91/მაქვს ასეთი კითხვა როგორი უნდა იყოს ახალი ავტობუსი ? დიზაინი, ფერი, საერთო ზომა, მგზავრთა ტევადობა, ელექტრო ჰიბრიდული თუ გაზზე ან დიზელზე ?
This post has been edited by VIP Blogger on 20 Jan 2016, 00:04