crocodileრუსული კალკაა.
რუსების მიერ თავისი ხალხის დადებილების და მართვის აპრობირებული მეთოდი, რომლების გადმონერგვა ნაცებმა სცადეს.
არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი ბევრი დრო არ მაქვს და ცოტა მოკლედ მოვჭრი, ეცადეთ რაღაცეებს თვითონაც მიხვდეთ, ასევე ცოტა შორიდან მოვუვლი რომ სრული სურათი შევქმნა და ნაციონალების წაგების მიზეზი ბოლომდე გადმოვცე. . . .
წითელი ინტელიგენცია - ფრაზის ავტორი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
ჩარეცხილები - ფრაზის ავტორი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
საინტერესოა არა?! . . . .
პირველ შემთხვევაში თუ გამსახურდიას მართლაც ჰქონდა საფუძველი სჯავრებოდა ის მწერალთა კავშირი, რომელმაც გარიცხა. ის ხალხი, რომელიც კომპარტიულ ჩინოვნიკებთან და ედიკასთან ერთად მას ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაუწყო…. ; მიშა მაგ წრის, კასტის, ფენის თუ კლასის (რაც გინდა ის უწოდეთ) პირდაპირი მემკვიდრე და ედიკას გაზრდილი ლეკვი იყო.
პრინციპში არც გამსახურდიასთვის უნდა ყოფილიყო ეგ ხალხი უცხო და კონსტანტინეს გაპრიალებულ აზიაცკებს და ჩოხა-ახალუხს თუ არ ჩავთვლით, კონსტანტინეც მწერალი იყო, მაშინდელი ინტელიგენციის წარმომადგენელი. მაგათ კიდევ ერთმანეთის ქომაგობა იციან, ხულიგნობაშეტენილი გამსახურდია და დოჩანაშვილი იქნება ეს თუ ”თვითმფრინავის ბიჭები”, გინდაც ნინია კაკაბაძის - ”ზუკა” და.ა.შ. . . . .
ასე რომ, ნურავინ დამარწმუნებს რომ საბჭოთა კავშირის დროს მაგ დანაშაულებზე, რაც გამსახურდიას მიმართ იყო ინსპირირებული, მისჯილი სასჯელები მძიმე იყო და გამსახურდიას არავინ ქომაგობდა.
თუმცა ფაქტია, როდესაც ძალაუფლებაზე მიდგა საკითხი, უკომპრომისო და დაუნდობელი ბრძოლა წავიდა და ზვიადი, რომელიც ცდილობდა დისიდენტური მოძრაობიდან გამოყოლილი მეგობრებით და ”არსაიდან მოსული” ხალხით გამკლავებოდა კომპარტიულ, ათასრაღაცაზე გადამხტარ გოთვერნებს თავისი ინტელიგენციიანად, დამარცხდა, დამარცხდა ისე რომ ისევ თავისმა ხალხმა უღალატა.
მიშამ კიდევ გემრიელად გადაუფორმა თავის პროფესორ თუ ნაპროფესორალ, ინტელიგენტ თუ ნაინტელიგენციარ მშობლებს მილიონებად ღირებული სახელმწიფოს ქონება, თან პარალელურად გემრიელად მიალანძღა ”ჩარეცხა” - სულხან მოლაშვილის შეწყალების მთხოვნელი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, თავის შამქნელ-გამზრდელ შევარდნაძიანად, გეგონება წეროს მოეტანა მამა სააკაშვილის ოჯახში და ქინდერ-შოკოლადიდან გადმომხტარიყო პოლიტიკაში.
ეხლა, თუ ვინმეს სერიოზულად გგონიათ ეს სააკაშვილ-უგულავა-ბოკერია-რამიშვილ-ბენდუქიძე და მაგათი ე.წ. პრადვინუტი თუ აწლიბერასტული სასტავი სხვა წრეს და სხვა ხალხის შვილებს წარმოადგენენ, სხვანაირ კაცებად იზრდებოდნენ და ყალიბდებოდნენ, სჯობია კითხვა აღარ გააგრძელოთ, თორემ რასაც წაიკითხავთ, ძალიან, ძალიან არ მოგეწონებათ. . . .
მაშ რა ხდება?
მამათა და შვილთა ბრძოლა?
biggrin.gif
ნუ მაცინებთ გეთაყვა. . . .
სინამდვილეში არანაირი იდეალები და დასავლეთი-რუსეთი, ლიბერალიზმი-კონსერვატორიზმის ბრძოლა და ეგეთი რაღაც სისულელეები არ მიდიოდა. მიდიოდა უბრალო, დაუნდობელი, ბინძური ბრძოლა ძალაუფლებისა და ფულისათვის და მოქკავშირიდან გამოჩეკილმა ნაციონელებმა ამ ბრძოლაში გაასწრეს კიდეც თავის მასწავლებელ შევარდნაძეს, უფრო დახვეწეს მეთოდები და უფრო მაღალ დონეზე აიყვანეს ხელისუფლების შენარჩუნების ხერხები.
სინამდვილეში ეს რომ ძველი, საბჭოთა ქაქი იყო, ახალი შეფერილობით, უკვე ვწერდი ჩემს თემაში:
მესამე რევოლუცია
QUOTE
ამ ბატონებმა, რომლებიც პირველ ეტაპზე თავს რევოლუციონერ-რეფორმატორებს უწოდებდნენ და ამჟამად ლიბერალები დაირქვეს (მოკლედ ოქეიებმა), მიზნად დაისახეს რომ ის ძველი ვითომსაბჭოური იდეალები ჩაანაცვლონ, ხელში კი აჯაფსანდალი და მაქსიმუმ ჭუჭულიკების რევოლუცია აქვთ.
ამ დროს სინამდვილეში ცდილობენ მართლა საბჭოთა, ”პარტიული ადამიანის” (ეხლა რომ წარმატებული მენეჯერი დაარქვეს) იდეოლოგია და ამ იდეოლოგიანაზიარები დოქსოპულოები აქციონ მისაბაძ მაგალითებად. თვითონაც მშვიდად მოირგეს ეს იდეოლოგია ელიტისტური ლიბელარიზმი არა კვატა, ამათი იდეოლოგია თითქმის ერთი-ერთში ჯდება ”პარტიული ადამიანის” საბჭოთა ხატებასთან. თუმცა არის არამნიშვნელოვანი სხვაობებიც.
დააკვირდით თანაიუზერნო, ვინ არიან ამათი ”ჩვენი დროის გმირები”?, რა სახეებით ივსება ”წარმატებული მენეჯერის” იგივე ”პარტიული ადამიანის” იდეალები?
ოქრუაშვილები, ბურჯანაძეეები, ახალაიები, კეზერაშვილები, კირკიტაძეები, ნოღაიდელები, და.ა.შ.
რა იდეების მატარებლებია.
არადა, ეს ხომ გავიარეთ ბატონებო?! ვითომ გავიარეთ.
კაი, ბრძოლა ბრძოლად და მე რა მესაქმებოდა ამ ტრაკშიპეროიანების შიდა გარჩევებთან?
ეგ ხალხი რომ მე ბოლომდე არასდროს არ მითანიებს ეგ ფაქტია და არაერთხელ ამ ფორუმზეც გამოჩენილა. . . .
მე პროვინციალი ვარ, (Homo Novus-ი, Self-made man-ი, Smart Aleck თუ რაც არის) და ამ ახალი თაობის ტრაკშიპეროიანების ბოდვითი იდეები თავის რჩეულობაზე და გრუზინების გურჯობაზე, რაღაც განსაკუთრებულად განვითარებულ ევროპჲელთა ფენაზე, რომელთაც შეუძლიათ ხელისუფლების უზურპირება და ჩვენი ევროპაში შეყვანა lol.gif და.ა.შ. შემეძლო ფეხებზე დამეკიდებინა და საჩემოდ გამომეყენებინა ”პოსტვარდებისრევოლუციური” დრო (მე შენ გეტყვი, არ მქონდა შესაძლებლობა თუ რა. . . ) და გინდაც პილატესავით ხელები დამებანა. . . .
ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ერთი შეხედვით ახალი თითქმის ყოველთვის სჯობს ძველს და თუ ამათ უნიჭობას არ მივაქცევდი ყურადღებას, რა პრობლემაა წავიკითხავდი დოჩანაშვილს და ამირეჯიბს, ხარანაულს და ჩოხელს და.ა.შ. და არ წავიკითხავდი (არც წამიკითხავს) ჩვენი ნიჭიერი თანაფორუმელი კარდუს 10 საუკეთესო მოთხრობაში შესულ მოთხრობას და არ ვუყურებდი ჩვენი ნიჭიერი თანაფორუმელი რემედიოსის ”ჩემი მამიკოს საყვარლებს”, ”ჩემი ქმრის დაქალებს” (თუ როგორ ჰქვია) და ჩავთვლიდი რომ მიუხედავად ყველაფრისა, ევროპისკენ მივჯირითობთ და ასეა საჭირო. . . .
ან საერთოდ ფეხებზე დავიკიდებდი მაგ მომენტს.
მეც რა დიდი თეატრის მოყვარული არ ვიყო და სტურუას ყოველს სპექტაკლზე არ დავრბოდე. . . .
ჰა-ჰა წელიწადში 1-2-ჯერ მოვხვდე თეატრში.
არადა იმ ძველი დოცენტურა-პროფესურის მიერ მოწყობილ-ჩაწყობილი მისაღები გამოცდები მაქვს ჩაბარებული და უნამუსობა რაც იმ გამოცდებზე ხდებოდა ხოლმე თავზე მაქვს ნაწნევი, ენა როგორ მომიბრუნდება ნაცების წარმატებას, რაც მისაღები გამოცდების მიმართ გააკეთეს, როგორ არ აღვნიშნავ.
თან არც ძალიან ჩაკეტილები ყოფილან ნაცები და მათ რიგებში ჰომო ნოვუსებიც: ეს მერაბიშვილები, ადეიშვილები, ახალაიები თუ კოდუები, ხაჩიძეები და.ა.შ. მრავლად იყვნენ და არც ძველი თაობის რეალიები და იდეალები იყო მაინცდამაინც ჩემს ღირებულებებთან ახლოს, თუმცა არც ამ ახლების იდეოლოგია ვიგუე.
ხო და, ამ ფონზე, შეიძლება პარადოქსულადაც კი ჩანდა, რომ ხშირად მომიწია იმ ერთი შეხედვით ბებერი მარაზმატიკების მხარდაჭერა, რასაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი და პატივსაცემი, მოაზროვნე და ანგარიშგასაწევი იუზერების საყვედურნარევი პოსტებიც მოჰყოლია.
ჩემი მოტივაცია ერთი ის იყო, რომ მე იურისტი ვარ და მშვენივრად მესმოდა ის იურიდიული ვაკხანალია, რაც ნაცებმა ქვეყანაში მოაწყვეს, რა შედეგებს მოიტანდა. მესმოდა, ვაანალიზებდი და ვწერდი. . . .
მართალიც გამოვდექი.
თუმცა აქაც შემეძლო ვთქვათ ჟოაოსავით ან ხარონივით რეფორმადაბოლებულ პოზიციაში ჩავმდგარიყავი და თუ სინდისი ძალიან არ მიმიძეწკავდა კლავიატურაზე დაწყობილ თითებს, მშვიდად მეწერა პოსტები ქართული სამართლის რეფორმისშემდგომ წარმატებებზე და განვითარებაზე, თვალი დამეხუჭა ნაციონალების ყაჩაღობებზე და ქურდობებზე.
რა, ვერა?
ჰა?
* * *
თუმცა არის კიდევ ერთი ძირითადი ფაქტორიც, რამაც ჩემი და ნაციონალების იდეოლოგიის კარდინალური შეუთავსებლობა გამოიწვია და რაც, ჩემი აზრით ნაციონალების კრახის მთავარი მიზეზი გახდა.
სწორედ ეს იყო ნაციონალების არჩევნებში მარცხის მთავარი მიზეზი და არა ივანიშვილის ფულები და ციხის კადრები (ფაკულტატური ნიშნები), როგორც ზოგიერთ გაუთვითცნობიერებელ იუზერს ჰგონია. ამიტომ, ყველაფერი რომ გასაგები გავხადო, ვეცდები ეს ყველაფერი ამ თემაში ჩამოვაყალიბო და საბოლოო სურათი დავდო, თუმცა ამისთვის ცოტა შორს წასვლა მომიწევს. . . .
Интеллигенция - говно (нации)
ეს მიზანთროპული სენტენცია ალბათ ყველა ჰუზერმა იცით, და რაოდენ სიმბოლურიც არ უნდა იყოს, პროლეტარიატის დიდ ბელადს ვლადიმერ ილიას ძე ლენინს ეკუთვნის. ეს ფრაზა, ფაქტიურად სანქცია (უფრო სწორედ ჩახოცვის სანქციების იდეოლოგიური გამართლება) იყო იმ ილიჩის ”ერთგული მიმდევრებისათვის” მაშინდელი რუსეთის (და საქართველოს) მოაზროვნე ნაწილის საჟლეტად, თუმცა სიმართლე მოითხოვს ვაღიაროთ რომ, ლენინს ეს რომ არ ეთქვა. სტალინიც თვითონვე ”მოიფიქრებდა რამეს”. . .;
ოღონდ არ გეგონოთ რომ ლენინმა ახალი რამე თქვა, ჭკვიანი ფენის დათრგუნვის და დაჩაგვრის ეს იდეოლოგია ლენინამდე კარგა ხნით ადრე იყო გავრცელებული მეფის რუსეთში. სლავოფილები თუ ზაპადნიკები, ორივე მხარე განიცდიდა ამ იდეოლოგიის გავლენას, ამის აღმოჩენა არ არის ძნელი თუ რუსეთის ისტორიას და მწერლობას გადავავლებთ თავს და ამან რუსული ეთნოფსიქოლოგია თუ ეთნოიდეოლოგია (არ ვიცი სწორი ტერმინი რომელია) მოაზროვნე ადამიანის სახელმწიფოსადმი და ადამიანის არსისადმი რაღაცნაირ მაზოხისტურ და ფსევდოსიკეთის (სინამდვილეში დიდი სიბოროტის) დამოკიდებულებამდე მიიყვანა - პუშკინი, ტოლსტოი და დოსტოევსკი იქნება ეს, თუ თანამედროვე ჯგუფი ტატუს მილიციელების აკომპანიმენტის ქვეშ სიმღერა ევრო 2000-ზე.
ამ იდეოლოგიამ თავისი განვითარება გაიარა და თანამედროვე რუსეთში ახალი შეფერილობა მიიღო, იდეოლოგია - Интеллигент несчастный. . . . -ს სახით, რომელიც ”ინტელიგენტის”, ბოლომდე მიწიხვლას და გამაზოხისტებას, ჩარეცხვას გულისხმობს, რომ მან ხმის ამოღება ვერ გაბედოს და ”კარავში ატომური ბომბები გიკეთოს”.
ეს უჩათლახესი იდეოლოგიაა, რომელიც რუსეთის მოაზროვნე ნაწილზე პუტინიადას დიქტატს აკანონებს და რუსეთის განვითარებას აჩერებს, რუსული იმპერიალიზმის ერთერთი ქვაკუთხედი (და არა რაკეტები და ატომური ბომბები, როგორც ბევრს ჰგონია) და მეზობელი ქვეყნების უბედურებაა, რადგან ამ იდეოლოგიის ქვეშ, რასაც გინდა იმას გააკეთებინებ ჩარეცხილ ინტელიგენტს, რა ბოროტებასაც გინდა იმას გაამართლებინებ და ყველაფერზე წაიყვან. . . .
ხოლო ამ ყველაფრის შემდეგ, ინტელიგენციამ თავი მთლად უბედურად რომ არ იგრძნოს და რომ არ აჯანყდეს, აქვე გამოგონილი აქვთ იდეოლოგიური ნარკოტიკი, მისი სულის და თვითშეგნების გასაყუჩებელ-დასწყნარებლად. სახელგანთმული: ”тайна русской души” . აი ამ იდიოტიზმზე მინდობილი და თავის სულში რაღაც მისტიკური საიდუმლოებების ძებნით გართული მოაზროვნე ხალხი, ეგუება ყველანაირ უსამართლობას და კაკებეშნიკურ-ძალადობრივი რეჟიმის მართვას, ეძებს იქ საიდუმლოებას, სადაც არაფერი არ არის და თუ ბოლომდე მიწიხლულ-ჩარეცხილს ლოგიკის ძალა ძალიან შეაწუხებს, იქვე შეუძლია თავიც დაიმშვიდოს, რადგან: ”россию умом не понять”.
ხოლო ვინ არიან რუსი ”წარმატებული მენჯერები”, რუსი სოდელ-კუდელები, ახალაიები, კოდუები, თარგამაძე გივიები, ბექაურები, პალიკოები და კოტეები, რურუები და წიკლაურები და.ა.შ. . . . ???
არაფერი გეცნობათ?
” В России две беды - дураки и дороги” - დოქსოპულოების და ეჟოვების ბატონობის იდეოლოგიური გამართლება, რომელიც მშვენივრად მუშაობს რუსეთში.
არავინ არ სვამს კითხვას, რატომ უნდა იყოს დოქსოპულოების რეჟიმი გამართლებული და რა იქნა მოაზროვნე ხალხი, ამ დურაკებს (იდიოტებს) რომ აბლატავებენ?
კითხვებს კიდევ იმიტომ არავინ არ სვამს, რომ ”россию умом не понять” და ”тайна русской души” . . .
ამ იდეოლოგიის საქართველოსი შემოტანა და დანერგვაც უნდოდათ ნაცებს, ოღონდ ცოტა სხვა შეფერილობით და იგივე დონის იდიოტებით, უნდოდათ, ყავდათ თანამდებობაზე დოქსოპულოები და ამუშავებდნენ კიდეც. მიდიოდა შესაბამისი დამუშავებაც ტელევიზიით თუ გინდაც ამ ფორუმიც და როგორც გაირკვა ვიღაც-ვიღაცეები ამ ყველაფერში ფულსაც იღებდნენ. . . .
და ბოლოს, რუსული მიზანთროპული სენტენცია Народ Быдло - და მასზე დამყარებული იდეოლოგია, რაც რუსულ ”ელიტას” იდეოლოგიურ ბაზისს აძლევს მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია და მიტისკოს ერის დანარჩენი ნაწილი. . .
მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ რუსულ Быдло -ს ქართული შესატყვისი არ გააჩნია (ბრბო არის ტალპა, აი ბიდლოს კი ქართულად ვერაფერს მივუსადაგებთ) - ვინაიდან ფაქტია, თუ არ არსებობს რეალია, არ არსებობს ხატება, არ არსებობს შესატყვისიც.
ბაქრაძეს კი აქვს ერთგან ნახსენები სიტყვა სიტყვა - ”ლიანგი”, მაგრამ ეს სიტყვა მე სხვაგან არსად შემხვედრია და უფრო არქაიზმტან ან ნეოლოგიზმთან უნდა გვქონდეს საქმე.
ესენი ბარქაძის წამკითხავები არ იყვნენ და გამოიგონეს კიდეც ნეოლოგიზმები ”გრუზინების” და ”გურჯები”-ს სახელით, ჩადეს რა ამ ნეოლოგიზმებში ახალი არსი და სცადეს Народ Быдло - იდეოლოგიით თავიანთი უზურპატორობის გამართლება. . . .
ეგაც ძალიან ავად მენიშნა, წიკლაურის მიერ ნათქვამი ”მდაბიო” იქნებოდა (მე მაგის ბაგრატიონ ბაბოს რომ ჩევეხუტე) თუ აქ მოდრეიფე მსხვილფეხობა და წვრილფეხობა, ტრაკშიპეროიანებით დაწყებული და პატრიოტებით დამტავრებული.
საქართველო კიდევ სხვა ქვეყანა იყო, ის ქვეყანა, სადაც:
”ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ,
ნუ გადიქცევით ცეტადა!”
ამას ალუდა ამბობს. . . .
ალუდა ამბობს ქეთელაური. . . .
და თქვენ ვინ ხართ, ამდენს რომ უბედავთ ქართველ ხალხს თქვე მღილებო, ეგ თქვენი აყროლებული რუსული იდეოლოგია აქ რომ გინდათ რომ შემოიტანოთ?
აი ამ უდედამოდღნულეს პოსტულატებზეა დამყარებული რუსეთის ჩამპალი იმპერიის იდეოლოგია.
აქედან სამის საქართველოში გადმოღებას, დამკვიდრებას და იდეოლოგიად ქცევას ცდილობდა ნაციონალური მოძრაობა რაც რა თქმა უნდა თავიდანვე არ გამომეპარა და არაერთ თემაში აღმინიშნია ნაციონალებს და რუსებს (გინდაც ბოლშევიკებს) შორის იდეოლოგიური მსგავსებები, რაც ზოგჯერ ძალიან წვრილმანებშიც კი საოცრად ემთხვეოდა ერთმანეთს.
და ეს ყველაფერი მუშაობდა ძმებო თანაჰუზერნო.
ჩემი თვალით ვნახე თიანეთში, დოქსოპულოებით დაშინებული ხალხით დაწყებული, ღამე გარეთ გამოყვანით და საქმეების გარჩევებით, დაშინების მცდელობებით და.ა.შ. დამთავრებული. . . .
(თუ მოვიცალე და ხასიათზე ვიქენი მოგიყვებით, ეხლა რომ მოვყვე დამბანავენ biggrin.gif). . . .
ეს დედა#####ული რუსული იდეოლოგია ჩემს ქვეყანაში და ჩემს თიანეთში ჰქონდათ ამუშვებული. . . .
ჩემს ცხოვრებაში ასე თუ გავცოფდებოდი არ მეგონა. . .
კიდევ კარგი ეს ტიპები აქაც პოსტავდნენ, ამიტომ დიდი მადლობა კარდუებს, ნოლოტხმოცდატვრამეტებს, კავკაზსკი ლევებს, ლარსებს, ფრიდრიხებს (ფრიდრიხ არ გეწყინოს, კონსპირაციას არ გირღვევ და ამ ჰუზერებში ამიტომ მოგიხსენიე biggrin.gif ) და.ა.შ. თორემ ტრაკის აწევა დამეზარებოდა და ჩემს საქმეს არ მოვწყდებოდი.
და ამ ბრძოლას თქვენ ქართველ ხალხს მოუგებდით?
აი რატომ წააგეთ, ”პროფესიონალებო”, ცოცხი არა კვატა. . . .
დასკვნა:
1. ნაციონალების იდეოლოგია იყო (და არის) ჩამპალი რუსული იდეოლოგიის საქართველოში გადმოღების და ამ იდეოლოგიით ხელისუფლების უზურპირების მცდელობა რაც ქართველმა ხალხმა არ იგუა და წინააღმდეგი წავიდა.
2. ამ იდეოლოგიას ნაცებმა ეხლაც ვერ დააღწიეს თავი, რაც აუცილებლად გამოიწვევს მათი ნაწილის მარგინალიზაციას, ხოლო ნაწილი (კრისები) გემიდან ისკუპებს.
3. არჩევნებსი წაგების მთავარი მიზეზი იყო ეს და არა ციხის კადრები და ეგეთი რაღაცეები.
4. ჯერ სადა ხართ. . .
არ შეგრჩებათ.
დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
პატივისცემით, მუდამ თქვენი. . . .
ჰუზერი karlsoni
This post has been edited by karlsoni on 20 Apr 2015, 20:12
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.
Et facta est lux!
無名天地之始,
有名萬物之母。
https://bilingua.ge/