შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სასწრაფოების მენეჯერებს მიმართა.
როგორც სერგეენკომ განაცხადა, მენეჯერებს საკმაო ანაზღაურება აქვთ საიმისოდ, რომ დროებით ტაქცით იარონ და მანქანები ოჯახის ექიმებს დაუთმონ.
"გავაძლიერებთ შპს "თბილისის სასწრაფოს", მივამაგრებთ დამატებით მანქანებს ან თვითონ მენეჯერები ჩამოვიდნენ ცოტა ხნით ამ მანქანებიდან, იგივე ეხება რაიონულ სასწრაფოს. სამსახურებრივი მოხმარების მანქნანები უნდა გადამისამართდეს.
მეც მზად ვარ, რომ ჩემი მანქანა გადავამისამართო ამ მიმართულებით, რათა ოჯახის ექიმმა დაიწყოს სიარული, ცხელ გამოძახებებზე და არ გაუშვან აკივლებული სასწრაფოები, როდესაც სადღაც კაცი კვდება.
როდესაც ცხელი გამოძახებაა რისკჯგუფის პაციენტებში, იქ არ უნდა გავიდეს სრულად აღჭურვილი სასწრაფო ბრიგადა, უნდა გავიდეს მსუბუქი მანქანა, რომელშიც იქნება მარტო ოჯახის ექიმი.
თბილისის და რაიონულ სასწრაფოს მივმართავ რეკომენდაციით, და გინდათ ბრძანებით, მენეჯერები ცოტა ხნით ჩამოვიდნენ საკუთარი მანქანებიდან და საზოგადოებრივო ტრანსპორტით ან ტაქსით იარონ. ყველას აქვს საკმარისი ხელფასი ამისთვის. ეს მანქანები გამოიყენეთ იმისთვის, რომ ამ კატეგორიის გამოძახებებზე გაიდნენ სწორედ ეს მანქანები", - განაცხადა სერგეენკომ.
http://www.ipress.ge/new/22184-davit-serge...ojakhis-eqimebsყოჩაღ სერგიენკოს