ერთი შეხედვით.. ვითომ დიდი არაფერი, მაგრამ ზოლას მაინც ძალიან კარგად და სიღრმისეულად აქვს აღწერილი ის სოციალური მოდელი, რომელიც წინა საუკუნის დასაწყისში
იქმნებოდა და ინდუსტრიალიზაციის, მას პროდუქციის და მთელი თანმდევი პროცესების შედეგად ტრანსფორმირებული საზოგადოების კონტურებს ქმნიდა..
ორი ნაწარმოები მაქვს ჯერ-ჯერობით წაკითხული: ქალთა ბედნიერება და ხაფანგი..
ქალთა ბედნიერება -> კარგად აღწერს მას პროდუქციის შედეგებს სამომხმარებლო ბაზარზე და ვგრძნობთ როგორ იბადება ნელ-ნელა ეს კონსუმერ ორიენტირებული წარმოების მოდელი
სადაც უფლება არ გაქვს რომ გაჩერდე და თუ გინდა რომ კონკურენციას გაუძლო - შენც ვალდებული ხარ ამ პროცესში ჩაერთო. ეი ჯაჭვი იქმნება მომხმარებლების და ბიზნესის, სადაც არც
მომხმარებელს და არც ბიზნესს არ აქვს ერთ ადგილზე გაჩერების და მოსვენების უფლება.. ბიზნესიც უნდა გაიზარდოს და უფრო მეტ წარმოებაზე გადავიდეს, ხოლო მომხმარებელმაც უნდა
მოუმატოს ფულის ხარჯვას და მეტი & მეტი პროდუქციის ყიდვა დაიწყოს ყოველწლიურად. შედეგად იქმნება რაღაც never ending loop - რომელიც ერთგვარი ხაფანგივითაა და გამოსვლის შესაძლებლობას არ გაძლევს.
ხაფანგი -> ხოდა აქ უკვე აღწერილი აქვს ამ ახალ ეკონომიკურ მოდელზე გადასვლისას - საზოგადოების დაბალი სოციალური ფენები და მათი ყოველდღიურობა. ბუნებრივია რომ როდესაც ბიზნესი ვერ ჩერდება და მუდმივად
უნდა გაიზარდოს - ჩვეულებრივი ადამიანებიც ვეღარ ჩერდებიან და სულ უნდა იმუშაონ, იმიტომ რომ ერთის მხრივ ბიზნესის შემადგენელი ნაწილები არიან და მეორეს მხრივ მომხმარებლები

ანუ მრეცხავი ჯერვეზა რომელიც
დღეში 15 საათს მუშაობს და 5 ეკიუს ახდევინებს კლიენტებს თითო ვედრაში, ამავდროულად მომხმარებელიცაა - რომელიც ამ ვირული შრომით ნაშოვნ ფულს სხვა ბიზნესებს ახარჯავს და ვალებს იკიდებს, იმ იმედით რომ 20 საათს იმუშავებს, 5
ეკიუს მაგივრად 10-ზე ავა და ამ ვალებს გადაიხდის.. მაგრამ ეს პროცესი არ მთავრდება და არ მთავრდება..

და მერე უკვე მივდივართ მორალური ღირებულებების რღვევასთან და გადაგვარებულ საზოგადოებასთან, რომელიც იმდენად ჩაფლულია ამ ყოველდღიურ მონობაში რომ ავიწყდება ყველანაირი მეტაფიზიკური თვალსაზრისი და
ნარკომანივით დამოკიდებულია ჰედონიზმზე. ჭამა, ტკნაური, ლოთობა, ვალები, ქურდობა და ორველისეული ცხოველების ფერმა ყოველგვარი აბსტრაქციების გარეშე

ახლა ჩავხედე და ტრილოგია თუ რაღაც მასეთი ჰქონია ანუ სხვადასხვა ფენებს აღწერდა ამ გარდამავალი დროის პერიოდშI და მათ გასაჭირს. ეს ხაფანგი პროლეტარიატის და უფრო ქვემოთ მყოფი ხალხის ცხოვებაზეა, ქალთა ბედნიერება
წვრილ ბიზნესს და აპპრ მიდლ კლასს და ღარიბ ბურჟუებს უფრო აღწერს.. ხოდა კიდევ ჰქონია სხვა რომანები სადაც უფრო მაღალ ფენებზეა და დარწმუნებული ვარ იქაც საინტერესო დეტალები ექნება დაჭერილი..
სადღაც ვკითხულობდი ჰიუგოზე მეტს უხდიდნენო.. მეტქი WTF

მაგრამ როგორც ჩანს ჰიუგოსგან განსხვავებით, ზოლა იმიტომ იყო პოპულარული რომ ამ ყოველდღიურობას აღწერდა და სერიალივით იყო რა მისი რომანები..
დღეს ახლა ვის რაში აინტერესებს 1900-ების მიჯნაზე პარიზის ძველ დუქნებში თუ ფურნეებში ვინ-ვის ტყნავდა და რატომ, რა მიზეზით... ჰიუგოს მარადიული თემები და მეტაფიზიკური გაშლები უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ეტყობა მაშინდელ პარიზში სწორედ ეგ ყოველდღიური ჭუჭყი უფრო იზიდავდათ და ელოდებოდნენ გაზეთებს სულგანაბულები...
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი