მიცკევიჩის კუთხეა.
ორ ფოტოს შუა საცხობი და მაღაზიაა.
ტროტუარებზე ყველგან აყენებენ მანქანებს,
მაგრამ გასასვლელი ადგილი მაინც არის ხოლმე.
რამე ქენით ვისაც გეხებათ და ერთი ადგილის ფხანით ხართ დაკავებული.
საახალწლოდ პრემიები ხომ კარგი იყო, და ყოველთვე დანამატები
მანქანების აკრძალვა კი არა, პარკირების სისტემა მოიფიქრეთ და სახლების აშენების ნებართვებს რომ იძლევით, მოითხოვეთ შესაბამისი რაოდენობის პარკინგის მოწყობა.
მაგალითად პავლოვზე მ2 -მა რომ ააშენა კომპლექსი, 295 ბინა, პლუს კომერციული ფართებია, საიტზე ეწერა 180 პარკინგის ადილიაო (ახლა აღარ უწერიათ)
მიცკევიჩზე, კორპუსები შენდება, პრაქტიკულად ეზოების გარეშე, პარკინგზე ხომ ზედმეტია საუბარი.
რაიმე გეგმა არსებობს?
ვინმე არის ამაზე პასუხისმგებელი?
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)