#46795843 · 22 Jan 2016, 16:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მევასება რა დამა ქალები.. ერთ ისტორიას გავიხსენებ.
შარშან დაჩაზე ახალი მეზობელი გადმოვიდა, თვალები რაღაცნაირად უციმციმებდა.. ცოტა სევდა იგრძნობოდა მის გამოხედვაში და შარმი ჰქონდა რაღაც სასწაული! პატარა ლაწირაკი გოგჩოები ისედაც არ მიზიდავს, მაგრამ ეს ქალი ისეთი იყო, თვით ბიზანტიის სასახლეში მიხატულ მარიამ დედოფალსაც კი შეშურდებოდა მისი სილამაზის.. აი ალიონზე, დანამულ ვარდის კოკორზე არეკლილი მზის სხივი რომ მოგჭრის თვალს, ეგეთი გამოხედვა ჰქონდა... ნუ კონტაქტში შევედით, დავილაპარაკეთ, თავიდან თავს ვიკავებდი რო არ შეემჩნია ჩემთვის მღელვარება, მაგრამ მის გამოცდილ მზერას რა გამოეპარებოდა. ერთ ადრეულ შემოდგომის გრილ საღამოს, ისე მოხდა რო მარტონი დავრჩით. ცოტა დავლიეთ, რაღაც თემა ჩამოვარდა მოსაწევზე და ჩემდა გასაკვირად ერთობოდა თურმე მოსაწევით. ბევრი რო არ ვწერო გავაბოლეთ, ტეტრაჰიდროკანაბინოლმა თავისი ქნა და მისი გამოხედვა უფრო ლამაზი და ყოვლისმომცველი გახდა.. დაიწყო და რა დაიწყო, ნაზი ამბორი, პრელუდია (მიყვარს პრელუდია, ხამივით რო ეტაკებიან, ყველაფერს აფუჭებს!) ავიხსენით აღვირები, იქვე მივაგდეთ და ვნებების მორევში გადავეშვით, . ენდშპილის დროს ორივე მაქსიმალურად ვცდილობდით მაქსიმუმი გაგვეღო და არა მიგვეღო. ეს იყო რაღაც საოცრება! და აი უნდა დადგეს ის მომენტი, როდესაც ცხელმა ლავამ უნდა ამოაფრქვიოს ჩემი კრატერიდან და წალეკოს მისი ნაკრძალი... სულ რაღაც წამები მაშორებს იმ ნეტარებას, რაც აქამდე არასდროს გამომიცდია და გვერდით ოთახიდან მამაჩემი არ მეძახის, ადე ააჯვი სამსახურში გაგვიანდებაო.. გამეღვიძა.
|