რას იწვევს ძალადობისა და მკვლელობის სცენების რეგულარული ყურება
ამერიკელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ ტელეეკრანზე ძალადობის სცენებმა კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა და გამოიწვია დანაშაულთა ახალი ტალღა, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები ვეღარ უმკლავდებიან. გამოკითხულთა მესამედი აცხადებს, რომ ტელევიზიამ მათზე უარყოფითი გავლენა იქონია. გამოკვლევისას გამოკითხეს 3500 მსჯავრდებული, რომელთა 99,5 %-ი მკვლელობის ჩადენამდე
ძალადობის სცენებისა და საშინელებათა ფილმების აქტიური მაყურებელი იყო.
იმასაც შეგახსენებთ, რომ ტელეგადაცემების სიხშირე - 50 hc - პრაქტიკულად ემთხვევა თავის ტვინის ქერქის იმ უბნების ბიორიტმებსა და აქტივობებს, რომლებიც აგრესიულობასა და სენტიმენტალობაზეა პასუხისმგებელი. მკვლევართა აზრით, მკვლელობებისადმი მიდრეკილებასა და ანალოგიურ სცენათა შემცველი გადაცემებისა თუ ფილმების რეგულარულ ყურებას შორის პირდაპირი კავშირია. ერთადერთი გამოსავალი ნეგატიური კინოსკოპების გამოყენებაზე უარის თქმაშია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვებს. მათ არ უნდა ვაყურებინოთ მკვლელობის სცენის და სხვა საშინელებათა შემცველი ფილმები.
http://www.mkurnali.ge/pediatria/rchevebi-...uli-yureba.htmlმე ერთხელ შევესწარი ერთი თუქული სერიალის ერთ სიუჟეტს ქართლ არხზე, სადაც ისეთი ზიზღით და დამცირებით და მუქარით მიმართავდა ქმარი ცოლს,
ბოლოს მიამწყვდია კიდეც ოთახში..
ახლა ასეთები რა გავლენას მოახდენს მასებზე, ყოველ დღე და ყოველთვე?
ყველანაირი ძალადობის ტირაჟირება აკრძალული უნდა იყოს ღამის 12 საათამდე მაინც..