ქმ ში პოსტვის ძირითადი მიზანი ჰომ ისაა, რომ ათასი აზრი წაიკითხო და სხვის მოქმედებებზე ისწავლო. თუნდაც, კითხვა დასვა და სხვებმა გიპასუხონ. ვინმეს დაკერვის გამო მე არ შემოვდივარ პირადად; როცა კითხვა მაქვს, ვსვამ.
პროსწა, აი, რა სარგებელს გაძლევთ აქ პოსტვა? ჩემზე კითხვაც და პოსტვაც ძალიან უარყოფითად მოქმედებს და მიზეზებს ვიტყვი.
1) აი, ძალიან ცუდი რამეა, რაც არუნდა მაგარი ანგელოზი ტიპი იყო, სხვისი თაფლობის ყურება ან მასზე კითხვა, როცა შენ მარტო ხარ.
2) ძალიან არ მევასება სტაჟიანი იუზერების რაღაცნაირი პრივილეგირებული დამოკიდებულება ახლების მიმართ.
3) არ მევასება პმს იდეა.
4) არ მევასება ის, რომ აქ ძალიან ბევრის მთავარი მიზანი მართლა ვინმეს გაცნობაა.
5) მაგრად არ მიყვარს როცა აქაური დედლები ვითომირონიულ რაღაცებს ახეთქებენ და გტკენენ იდეაში.
6) არ მევასება მემაქვსნაცხოვრებიდამოდიცხოვრებაგასწავლოვიღაცახარ ტიპები, და ძირითადად ქალები.
7) თავიდან ბოლომდე -არ მესმის იდეა, პოსტო შენი ფოტოები, და გინდოდეს სექსი ჩანდე (დავიცი არავინ შემეწინააღმდეგება), და მეორე წამს ყველა ის ცუდად მოიხსენიო ვინცკი სექსუალურად აღგიქვა და მოგწერა. ანუ, ყურადღება რომ გინდათ და მაგის ხარჯზე რატვინისტყვნახალხიხართ ბაზრის ბაზარი.
8) კიდე არ მომწონს ის, რომ ბევრი ალტერია, და ზოგადად, აქ არ ჩანს ადამიანის რეალური სახე: გინდ ვიზუალური-გინდ პიროვნული.
9) არ მიყვარს როცა ეტყობათ, რომ იტყუებიან თავიანთ ურთიერთობებზე. და ვიცი, რომ იტყუებიან.
10) არ მიყვარს აქაური გოგოების საქციელი: ანუ, აი, ოცდაოთხი საათი რომ სხვა სალაპარაკო არ აქვთ გარდა ქალის და კაცის ურთიერთობისა, და რაცარუნდაპრადოქსულად ჟღერდეს, მერე რომ ამტკიცებენ რომ პაბალშომუ მაგრად ახატიათ ბიჭი და მათ გარეშეც ძალიან ბედნიერები არიან, მაგრამ ცხოვრების 9/10 ს ვიღაცების ლოგიკურარალოგიკურ რჩევებს ისმენენ დიდი ინტერესით.
11) ქმ ხელს უწყობს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას, რაზეც მერე ისევ ქმელები ბრაზდებიან. მაგალითად, როცა ქმში ხარ, და როცა კითხულობ პოსტებს, ყოველი უარყოფითი რეფლაი ერთის პოსტზე, ჩანს ერთი, და ყოველი დადებითი რეფლაი- მეორე.
ჩვენი ტვინი საზოგადოებას ყოფს ორ და მხოლოდ ორ ნაწილად : მათ, ვინც იუზერის პოსტს ეთანხმება, და ვინც არ ეთანხმება.
ამით იკარგება ობიექტური შეფასების შესაძლებლობა, და ჩვენ ყველანი ვკარგავთ უნარს, ღრმად შევიცნოთ ადამიანი. გამომდინარე იქიდან, რომ ქმ სხვა არაფერია თუ არა პოსტები, ჩვენ ვერ შევძლებთ, სწორი დასკვნა გამოვიტანოთ ადამიანზე, და ამას დამატებული ის, რომ როცა ეკრანთან ზიხარ, დანარჩენი ყველა ერთნაირი ჩანს შენთვის, ისე როგორც მათთვის.
12) ქმ არ აჩვენებს არც ადამიანის რეალურ სარკაზმის დონეს, არც მზრუნველობას ამოწმებს, არც რომანტიულობას, და არც ზოგადად ტიპობას; არამედ, სანაცვლოდ, ის ძალიან ზედაპირულ ფორმას ანახვებს სხვებს ჩვენი პიროვნებისა. ქმ არის ადგილი სადაც ნებისმიერს შეუძლია იყოს ის რაც არის, რასაც ვერ შეძლებდა ლაივში.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by Nimrodel on 26 Oct 2015, 00:10
gnossienne - n. a moment of awareness that someone you’ve known for years still has a private and mysterious inner life, and somewhere in the hallways of their personality is a door locked from the inside, a stairway leading to a wing of the house that you’ve never fully explored.