ის ფარგლებში, კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენასთან ერთად, საქართველოს დედაქალაქი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი ფოტოები, ისე თანამედროვე ფოტოგრაფიის სხვადასხვა პოზიციის ამსახველი ფოტონამუშევრები.
2016 წელს ფოტოკვირეულის ფორმატი კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ, როგორც მსოფლიოში სახელგანთქმული კლასიკური, ისე თანამედროვე საერთაშორისო ფოტოგრაფების ინდივიდუალურ და ჯგუფურ გამოფენებს.
ფოტოკონკურსს წელს პირველად დაემატა ახალი პრემია: KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD. ეს პრემია გადაეცემა 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომლის ფოტოსერია ამოირჩევა შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი და კონცეპტუალური ფოტოპროექტი. პრემიალური თანხა არის 500 €. KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD-ის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ფოტოგრაფებს განვითარებაში და გზის გაკვლევაში ფოტოგრაფიის სამყაროში.
KOLGA TBILISI PHOTO-ს ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს, ტრადიციულად, საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.
წლევანდელი ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა:
1.დოკუმენტური სერია
2.რეპორტაჟი
3.კონცეპტუალური ფოტოპროექტი
4.ერთი კადრი/One shot/
5.მობილური ფოტო
საპრიზო ფონდი იქნება 6 000 აშშ დოლარი, ეს თანხა პირველ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს ერგებათ 1500-1500 აშშ დოლარი, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციის კატეგორიაში გამარჯვებულებს (ქვენომინაციებში: ერთი კადრი და მობილური ფოტო სერია) გადაეცემათ სპეციალური პრიზი - მობილური ტელეფონი iPhone-ის ბოლო მოდელი.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
ადამიანებს უფრო მეტად უნდა დააკვირდე, თვალს თუ არ მოაცილებ, მიხვდები, ზოგჯერ მათ არ იციან, რა საჭირდებათ.
ეს ყველაზე დიდი შანსია, შეგიძლია ისეთი რამ შეაკეთო, რაც შენს ველოსიპედს არ ჰგავს, შეგიძლია ადამიანს დაეხმარო.