Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(12)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ფსიქოლოგიური და ფიზიკური მარტოობა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#35011891
· 2 Feb 2013, 03:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რა სხვაობაა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მარტოობას შორის?
ფიზიკური მარტოობა არის სოციალური ჩაკეტილობა, როცა არ გაქვს აქტიური კავშირი გარემოსთან.
ფსიქოლოგიურად შეიძლება მარტო იყო და სოციალური ტიპი იყო, ან პირიქით - სოციალური ტიპი არ იყო, მარტოობა გიყვარდეს და ფსიქოლოგიურად ძალიან გიჭირდეს მარტოობა. ფსიქოლოგიურად გიჭირდეს ნიშნავს, რომ როგორც კი ვინმე მიგატოვებს, ან შენზე განაწყენდება, გულთან ახლოს მიგაქვს და ერთ დღეს თუ წარმოიდგენ, რომ ყველამ მიგატოვა - სასოწარკვეთილი თავს მოიკლავ.
არადა თითქოს სულ მარტო ცხოვრობდი, არა? - სინამდვილეში ასე არ ყოფილა. აღმოაჩენ, რომ თურმე სხვებით ცხოვრობდი და არა საკუთარი თავით და შენ, შენს არაფიზიკურ - ინტელექტუალურ სამყაროში გყავდა მეგობრები წარმოდგენილი, რომლებსაც უბრალოდ უშვებდი, რომ ისინი მეგობრები იყვნენ და ეს ილუზია საკმარისი იყო შენთვის და მისი დამსხვრევით, შენც ინგრევი შინაგანად.
ამ დროს სოციალურმა ტიპმა, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, შეიძლება უფრო იოლად გადაიტანოს ფსიქოლოგიური მარტოობა იმიტომ, რომ მას ფსიქოლოგიურად მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ქონდეს და სხვა არავისი.
ეს რაც დავწერე ჩემი ნააზრევია და გადახედვას ექვემდებარება. რამდენჯერმე განვიცადე ეს, იმ დროს როცა ფიზიკურ მარტოობას თან მოყვა ფსიქოლოგიური მარტოობა. მეგონა რო მარტო ყოფნა შემეძლო ყველას გარეშე და როდესაც ის მომენტი დადგა, როცა ფიზიკურ მარტოობასთან ერთად ვიღაცამ მაგრძნობინა ფსიქოლოგიური მარტოობა - სიცივე, მაშინვე სრულად დამეხატა ჩემი თავი სრულიად მარტო და ვიგრძენი რა უსუსური ვიყავი. ყველაფრის შემეშინდა და რაღაც ისეთმა ძალამ გაიღვიძა ჩემში, ნიცშეს მხეცს რომ შეეფერებოდა, ან კიდევ კონსტანტინეს ვეფხვს* - ასკეტიზმი - საკუთარი თავის კონტროლი, გრძნობების გარეშე - აზროვნებითი მოქმედებები და არანაირი შებრალება საკუთარი თავის. მაშინ მივხვდი, რომ მხოლოდ ფსიქოლოგიურად მარტო მყოფ კაცს შეუძლია იყოს ძლიერი! - სხვა დანარჩენი: ძალაუფლება, ფიზიკური სიძლიერე, ავტორიტეტი და სოციალური აღიარება - ილუზიებია! თავშესაქცევია ჩვენი შინაგანი ინდივიდუალური სისუსტისგან.
ინდივიდის სიძლიერისთვის არა აქვს მნიშვნელობა სოციალიზაციას, მთავარია გულწრფელად და ნამდვილად! გჯეროდეს მხოლოდ საკუთარი თავის! და არავისი სხვისი!
როგორც კი ფსიქოლოგიურად უშვებ, რომ ვიღაცის იმედი შეიძლება გქონდეს - იმედი კი სუსტთა სავანეა - სწორედ მაშინ გიკვდება საკუთარი თავის რწმენაც!
როდესაც ვიგრძენი საკუთარი თავის ძალა და კმაყოფილება, რომელიც უკვე წარსულის ნაწილი იყო, მეჩვენებოდა რომ ძლიერი ვიყავი. თუმცა სწორედ იმ მომენტში როცა თვითკმაყოფილებას განვიცდიდი მივხვდი, რომ ისევ ის სუსტად ქცეული ადამიანი გავხდი, რომელსაც გონება ისევ ილუზიებით - კმაყოფილებით ქონდა დაბინდული და ისევ დასუსტებულიყო.
* - კონსტანტინე გამსახურდია:
"ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად! ამიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ."
This post has been edited by
Hushta
on 2 Feb 2013, 03:39
--------------------
"But whoever is despised by the people like a wolf by dogs; this is the free spirit, the foe of fetters, the non-adorer, the one who houses in the woods."
_Friedrich Nietzsche
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DontGetM@d
Super Crazy Member
ჯგუფი: Registered
DontGetM@d
Super Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 7158
წევრი No.: 134752
რეგისტრ.: 13-August 11
#35011972
· 2 Feb 2013, 03:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კაი პოსტია
QUOTE
* - კონსტანტინე გამსახურდიას ფრაზა:
"ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად! ამიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ."
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
Crazy Member
ჯგუფი: Members
GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3356
წევრი No.: 144444
რეგისტრ.: 14-March 12
#35012017
· 2 Feb 2013, 03:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ადამიანის სიყვარული ადამიანისადმი, ეს ყველაზე ძნელი ამოცანაა, რაც კი
ჩვენთვის დაუწესებია განგებას: სიყვარული განსაცდელი და გამოცდაა, უდიდესი
საქმე, რისთვისაც ყველა სხვა საქმიანობით მხოლოდ ვემზადებით: ამიტომაც,
ახალგაზრდებს, ყველაფერში ახალბედანი და დამწყებნი რომ არიან, ჯერ არ ძალუძთ
სიყვარული; მათ ჯერ უნდა ისწავლონ იგი, ისწავლონ მთელი არსებით. მთელი
ძალისხმევით, საკუთარ ეულ, შიშნეულ გულისძგერას მიყურადებულებმა. სწავლის
ჟამი ძალზე გრძელია და ფარული; ამიტომ სიყვარული დიდი ხნის და მთელი
სიცოცხლის მანძილზე არის მარტოობა: უღრმესი, უმძაფრესი მარტოობა იმ
ადამიანისა, რომელსაც უყვარს. სიყვარული აზრს დაკარგავდა, მარტოოდენ
თავდავიწყებას, მეორე ადამიანთან შერწყმას და შეერთებას რომ გულისხმობდეს.
სიყვარული ამაღლებული მიზეზია ერთეულთათვის, რათა მომწიფდნენ,
დასრულდნენ და სამყაროდ იქცნენ. სიყვარულის განხორციელების ნება მხოლოდ
მაშინ უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდებს, თუკი აცნობიერებენ მას როგორც დავალებას,
რომელიც საკუთარ თავზე მუშაობისაკენ («ნიადაგ ყურისგდებისა და ქმნისაკენ“),
ძალთა მოკრებისაკენ უბიძგებს. ეს არის საბოლოო მიზანი, შესაძლოა საბოლოო
მისიაც, რომლის აღსრულებასაც ადამიანთა სიცოცხლე ჯერჯერობით არ ჰყოფნის.
რაინერ მარია რილკე
This post has been edited by
GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
on 2 Feb 2013, 03:59
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tatuline
crazy train
ჯგუფი: Members
tatuline
crazy train
ჯგუფი: Members
წერილები: 4738
წევრი No.: 123965
რეგისტრ.: 21-November 10
#35013272
· 2 Feb 2013, 11:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
საკუთარი თავის კონტროლი, გრძნობების გარეშე - აზროვნებითი მოქმედებები და არანაირი შებრალება საკუთარი თავის.
QUOTE
გჯეროდეს მხოლოდ საკუთარი თავის! და არავისი სხვისი!
როგორც კი ფსიქოლოგიურად უშვებ, რომ ვიღაცის იმედი შეიძლება გქონდეს - იმედი კი სუსტთა სავანეა - სწორედ მაშინ გიკვდება საკუთარი თავის რწმენაც!
ხო,მართალია.
მაგრამ ამ ყველაფრის შესრულება რავიცი, როგორ უნდა შევძლო
ვერ შევძლებ მე,
--------------------
''whoever saves one life, saves the world entire''.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
damomoda
ყველა ზღვაზე, ცარიელ პლაჟზე
ჯგუფი: Registered
damomoda
ყველა ზღვაზე, ცარიელ პლაჟზე
ჯგუფი: Registered
წერილები: 558
წევრი No.: 146176
რეგისტრ.: 5-April 12
#35013860
· 2 Feb 2013, 12:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რავი მე პირადად მკიდია ასეAთი ყოფითი თემები. თუ გინდა სარდაფში გამომკეტე ან ბოჩკაში ჩამაგდე მარტოდ
მაინც არასდროს არ შევიცვლები, არ შეიცვლება ჩემი კონცეფციები, მსოფლმხედველობა, გრძნობები. ყველაფერი ძალიან კარგად მაქვს არგუმენტირებული-წმინდა ლოგიკურ დონეზე. არც ღირს ამაზე საუბარი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DontGetM@d
Super Crazy Member
ჯგუფი: Registered
DontGetM@d
Super Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 7158
წევრი No.: 134752
რეგისტრ.: 13-August 11
#35014874
· 2 Feb 2013, 14:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
გჯეროდეს მხოლოდ საკუთარი თავის! და არავისი სხვისი!
არც ღმერთის ხო ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tenochtetlan
Happiness Machine
ჯგუფი: Members
tenochtetlan
Happiness Machine
ჯგუფი: Members
წერილები: 2291
წევრი No.: 66900
რეგისტრ.: 8-July 08
#35018511
· 2 Feb 2013, 18:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
QUOTE
"ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად! ამიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ."
ყველაზე მეტად ვერ ვიგებ ფრაზებს რომ აკოპირებენ და 100% ით სწორი რომ გონიათ...
--------------------
Don't be fooled by your emptiness, there is so much more room for happiness
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#35018608
· 2 Feb 2013, 18:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
QUOTE
რა სხვაობაა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მარტოობას შორის?
არ ჯობდა ამ საკითხის გარკვევა აქ?
ფსიქოლოგია
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tenochtetlan
Happiness Machine
ჯგუფი: Members
tenochtetlan
Happiness Machine
ჯგუფი: Members
წერილები: 2291
წევრი No.: 66900
რეგისტრ.: 8-July 08
#35018629
· 2 Feb 2013, 18:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სისუსტის და სიძლიერის ილუზიები ღუპავს ადამიანს სწორედ! კომპლექსები აბა რისგანაა თქვენი აზრით? არ უნდა იფიქროს ადამიანმა უი ძლიერი ვარ, ან სუსტი ვარ... თვითშეფასება ამპარტავნებიდან მოდის, გვინდა არ გვინდა, ამ ძალას სურს სულ "კაი როჟა" ვიყოთ... აი ეგ ძალა რომ დადუმდება ნეტარება მაშინაა...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#35041096
· 4 Feb 2013, 12:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tenochtetlan
QUOTE
ყველაზე მეტად ვერ ვიგებ ფრაზებს რომ აკოპირებენ და 100% ით სწორი რომ გონიათ...
იყო დრო მაგ ფრაზის არც მე მესმოდა და არ ვეთანხმებოდი.
ამას რომ ვწერდი სწორედ მაშინ გამახსენდა და მივხვდი თურმე რასაც გულისხმობდა. რაც მე დავწერე ახალი არაა, ნიცშეს ფილოსოფიაა და ალბათ კიდევ უფრო ძველი - ბერძნული ფესვებიც აქვს.
კონსტანტინეც ნიცშეანელი იყო და მაგ მოკლე ფრაზაშია ჩატეული ყველაფერი ის რაც საკუთარ თავზე გამოვცადე.
QUOTE
სისუსტის და სიძლიერის ილუზიები ღუპავს ადამიანს სწორედ! კომპლექსები აბა რისგანაა თქვენი აზრით? არ უნდა იფიქროს ადამიანმა უი ძლიერი ვარ, ან სუსტი ვარ... თვითშეფასება ამპარტავნებიდან მოდის, გვინდა არ გვინდა, ამ ძალას სურს სულ "კაი როჟა" ვიყოთ... აი ეგ ძალა რომ დადუმდება ნეტარება მაშინაა...
ილუზიაა ადამიანებთან ურთიერთობით განცდილი "სიძლიერე" - თვითკმაყოფილება. სიძლიერეც ისეთივე განუსაზღვრელია როგორც თავისუფლება - არ შეიძლება თქვა თავისუფალი ვარო - ამას როცა ამბობ ე.ი. უკვე განცდილი გაქვს ის მდგომარეობა სადაც მეტად თავისუფალი იყავი და უკვე აღარ ხარ.
გვსიამოვნებს მეგობრებთან ერთად ყოფნა, იმიტომ რომ მათთან ურთიერთობით ილუზიებს ვიქმნით რომ მარტო არ ვართ - არადა მარტონი ვართ, რეალობა მწარეა! და ამის განცდა დიდ შიშს გვგვრის, იმიტომ რომ სუსტები ვართ არა მხოლოდ ფიზიოლოგიურად - ფსიქოლოგიურადაც!
ინდივიდის ფსიქოლოგიური სიძლიერე არის საკუთარი თავის რწმენა. ინდივიდის სიძლიერე უკუპროპორციულია კოლექტიურ სიძლიერესთან - რაც მეტია ჯოგის რწმენა, მით უფრო სუსტია ინდივიდი და პირიქით - რაც უფრო ძლიერია ინდივიდი, მით უფრო ნაკლებადაა დამოკიდებული ჯოგზე.
* * *
(1:47-დან 3:54-მდე უყურეთ).
* * *
დათიკო
ვფიქრობ მაინც უფრო ფილოსოფიას ეხება
უფრო ამ კუთხით გავხსენი თემა და არა საკუთარ თავზე სასაუბროდ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
maromar
Crazy Member
ჯგუფი: Members
maromar
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3065
წევრი No.: 122920
რეგისტრ.: 25-October 10
#35048045
· 4 Feb 2013, 21:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო თუ როგორაა
არ ვარგა მარტოობა არა
ვითომ მარტოობის გამო რო ვიღაცაზე მაგარი ტიპი გახდი - ეს ფიქრები მარტო საკუთარი მარტოობის კომპენსაციის მცდელობაა, მაგრამ მარტო მცდელობა, ვერ მოახდენს ეგ მაგის კომპენსაციას
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#35048546
· 4 Feb 2013, 21:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
maromar
QUOTE
ვითომ მარტოობის გამო რო ვიღაცაზე მაგარი ტიპი გახდი - ეს ფიქრები მარტო საკუთარი მარტოობის კომპენსაციის მცდელობაა, მაგრამ მარტო მცდელობა, ვერ მოახდენს ეგ მაგის კომპენსაციას
ჩემ თავზე სასაუბროდ არ გამიხსნია ეს თემა
არ იცი მარტო ვარ თუ არა და არც ის იცი, რისი კომპენსაციის მცდელობაა ჩემი ფიქრები.
კაი ამას დავანებოთ თავი, მე სადღაც ვარ.
სხვაზე რას იტყვი - სად იყვნენ ექსცენტრისტი ფილოსოფოსები, თავიანთ მარტოობას "აკომპენსირებდნენ"?
საკუთარი თავის, საკუთარი სისუსტის დანახვა, ექსცენტრის გარეშე როგორ წარმოგიდგენია?
+
1 პირადი კითხვა მაქვს: რამდენ ხანს ყოფილხარ ყველაზე დიდხანს მარტო და რა იგრძენი?
QUOTE
არ ვარგა მარტოობა არა
ეს შენ ვიღაცამ გითხრა და იმეორებ.
გააჩნია რისთვის არ ვარგა. და გააჩნია მარტოობას (დეტალები ზევით დავწერე უკვე).
ასევე, მარტო ყოფნასა და იზოლაციას შორის განსხვავებაა.
This post has been edited by
Hushta
on 4 Feb 2013, 21:57
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gramatikikina
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
gramatikikina
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 54967
წევრი No.: 93409
რეგისტრ.: 11-June 09
#35048677
· 4 Feb 2013, 22:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
QUOTE
მხოლოდ ფსიქოლოგიურად მარტო მყოფ კაცს შეუძლია იყოს ძლიერი! - სხვა დანარჩენი: ძალაუფლება, ფიზიკური სიძლიერე, ავტორიტეტი და სოციალური აღიარება - ილუზიებია! თავშესაქცევია ჩვენი შინაგანი ინდივიდუალური სისუსტისგან.
ინდივიდის სიძლიერისთვის არა აქვს მნიშვნელობა სოციალიზაციას, მთავარია გულწრფელად და ნამდვილად! გჯეროდეს მხოლოდ საკუთარი თავის! და არავისი სხვისი!
როგორც კი ფსიქოლოგიურად უშვებ, რომ ვიღაცის იმედი შეიძლება გქონდეს - იმედი კი სუსტთა სავანეა - სწორედ მაშინ გიკვდება საკუთარი თავის რწმენაც!
როდესაც ვიგრძენი საკუთარი თავის ძალა და კმაყოფილება, რომელიც უკვე წარსულის ნაწილი იყო, მეჩვენებოდა რომ ძლიერი ვიყავი. თუმცა სწორედ იმ მომენტში როცა თვითკმაყოფილებას განვიცდიდი მივხვდი, რომ ისევ ის სუსტად ქცეული ადამიანი გავხდი, რომელსაც გონება ისევ ილუზიებით - კმაყოფილებით ქონდა დაბინდული და ისევ დასუსტებულიყო.
++
QUOTE
* - კონსტანტინე გამსახურდია:
"ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად! ამიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ."
კიდევ ერთი ზედაპირული დამთვალიერებელი ფისუნიების და თაგუნიების
სია ივსება
1. იუსერი ტაბა
2. მწერალი კონსტანტინე გასახურდია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
maromar
Crazy Member
ჯგუფი: Members
maromar
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3065
წევრი No.: 122920
რეგისტრ.: 25-October 10
#35048868
· 4 Feb 2013, 22:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
QUOTE
ჩემ თავზე სასაუბროდ არ გამიხსნია ეს თემა
არ იცი მარტო ვარ თუ არა და არც ის იცი, რისი კომპენსაციის მცდელობაა ჩემი ფიქრები.
შენზე რამე ვთქვი?
QUOTE
სხვაზე რას იტყვი - სად იყვნენ ექსცენტრისტი ფილოსოფოსები, თავიანთ მარტოობას "აკომპენსირებდნენ"?
საკუთარი თავის, საკუთარი სისუსტის დანახვა, ექსცენტრის გარეშე როგორ წარმოგიდგენია?
ხოო აკომპენსირებდნენ - ნუ მცდელობა ჰქონდათ, რა იყო, რა არი გასაკვირი..
საკუთარი სისუსტის დანახვას მარტოობა არ სჭირდება - უბრალოდ სუსტად ვგრძნობთ თავს, როცა მარტო ვართ, ამიტომ ვხედავთ მაშინ ამ სისუსტეს - ანუ მართლა სუსტები ვართ.
QUOTE
რამდენ ხანს ყოფილხარ ყველაზე დიდხანს მარტო და რა იგრძენი?
როგორ გითხრა, 8 წელია მარტო ვცხოვრობ, ასე რომ ვიცი რასაც ნიშნავს.
QUOTE
ეს შენ ვიღაცამ გითხრა და იმეორებ.
არ მითხრა არავინ, მე თვითონ ვიცი, გამოცდილი მაქვს.
QUOTE
გააჩნია რისთვის არ ვარგა. და გააჩნია მარტოობას (დეტალები ზევით დავწერე უკვე).
ასევე, მარტო ყოფნასა და იზოლაციას შორის განსხვავებაა.
ხოო იზოლაცია უფრო ცუდია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tenochtetlan
Happiness Machine
ჯგუფი: Members
tenochtetlan
Happiness Machine
ჯგუფი: Members
წერილები: 2291
წევრი No.: 66900
რეგისტრ.: 8-July 08
#35050255
· 4 Feb 2013, 23:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ანუ მართლა სუსტები ვართ.
საერთოდ, სიტყვები ადამიანის საზომია რომელსაც იყენებს ბუნების გასაზომად, აღსაწერად (იგივე ვთქვათ ალბათობა, რაც ბუნებამ საერთოდ არ იცის რას ნიშნავს). სხვათაშორის ამ ფორუმელია ერთი, სუსტი რომ დაუძახო არ ვიცი რა მოუვა ალბათ კრუნჩხვებში ჩავარდება და დაიბოღმება
მე ვფიქრობ, რომ ყვლაფერს ობიექტურად და მიუკერძოებლად უნდა მივუდგეთ. საკუთარ თავზე ფიქრით ადამიანი დროს ხარჯავს, ასე მგონია.
რაც შეეხება მარტოობას, მეც მგონია, რომ ადამიანი სულ მარტოა და ირგვლივ ვინც არ უნდა იყოს იმასთან ილუზიაში ვვარდებით თითქოს ვინმესთან ერთად ვართ, მაგრამ ფილოსოფიურად რომ მივუდგეთ ადვილად მივხვდებით, რომ ასე არაა. მაგრამ რა მერე? დავარქვათ ამას გნებავთ მარტოობა და რაც გინდათ... ფილოსოფია სიტვების თამაშის დონეზე არ უნდა დავიყვანოთ, არამედ ჭეშმარიტება უნდა დავინახოთ მისით, დავაკვირდეთ საგნებს და ასე შემდეგ.
Hushta
მარკუს ავრელიუსის "ფიქრები" წაკითხული გაქ? თუ არა გირჩევ მაგ წიგნს, მგონია, რომ შენ მოგეწონება.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(12)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0440 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.