კახა კალაძის თქმით ქართულ ოცნებას ხმების მოგროვებისთვის სპეცუბნები არ სჭირდება.
“
მინდა ვთხოვო ქალბატონ ხიდაშელს, რომ თუ არის ამის შესაძლებლობა და თუ ჩვენ კანონს არ დავარღვევთ, გაუქმებული იქნეს ეს სპეცუბნები. მე კდიევ ერთხელ გულწრფელად მინდა ვთქვა და ვუთხრა საზოგადოებას, რომ ჩვენ არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია იმისა, რომ მივაღწიოთ წარმატებას. თუ ეს არის არაკანონიერი შესაბამისად ალბათ იმ არასამთავრობოების მოთხოვნა არის სწორი“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
სუბარის განცხადებაც:
სოზარ სუბარის თქმით, ერთი დღით ყველა ჯარისკაცის სახლში გაშვება ვერ მოხერხდება.
“მიკვირს ასეთი პროტესტები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც მაგალითად წლების მანძილზე იბრძოდნენ იმისთვის, რომ პატიმრების ნაწილს ჰქონოდათ ხმის მიცემის უფლება და ახლა როგორ წარმოუდგენიათ, რომ გავუშვათ არჩევნების დღეს ის პატიმრები, რომლებმაც მიიღეს ეს უფლება მათი ლობირებით. ჯარისკაცს აქვს ხმის უფლება, მაგრამ ის, რომ დავშალოთ სამხედრო ნაწილი და ერთი დღით ყველა ჯარისკაცი გავუშვათ თავის სახლში ეს ვერ მოხდება. ასე, რომ კანონის უზენაესობა ამ შემთხვევაში არის დაცული“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა.
http://exclusivenews.ge/?page=view&artid=28567ნებისმიერი მთავრობა ხო ბოროტად იყენებს ამ "სპეცუბნებს" ?
ნაცების დროს ოპოზოციაში მყოფი ქოცები გაიძახოდნენ რომ სულ მთავრობას მისდით ხმებიო
ქოცებისდროს ნაცებიც გაიძახდნენ და სხვა პარტიებიც (შიმშილობდნენ კიდევაც, ხმები გაგვიყალბდაო)
ბოლობოლო უნდა იყოს თუ არა ეს სპეცუბნები?
------
სპეცუბნების გაუქმებასთან დაკავშირებული პათოსი ვიგულისხმე (გავამუქე განცხადების ციტატიდან)
This post has been edited by Choncxis mzera on 24 Jan 2016, 23:57