პრემიერ კვირიკაშვილი ახლა შეხვდა რაღაცა ინტერპარტიულ ჯგუფს თუ ჯანდაბას...სახეებს გადახედეთ უბრალოდ?
ამათ რატო უნდა ელაპარაკო საარჩევნო გარემოზე ან კოდექსზე, ვინ არიან? ვის წარმოადგნენ? 1 კაციან "პარტიებს"?
მერამდენედ უნდა გადაუგდონ ძვალი და შეათრიონ პარლამენტში და დაგვასვან კისერზე..? აჭამონ ბიუჯეტის ფული?
სათვალავი ამერია, მერამდენე წელია უკვე, ყოველ საარჩევნო წელს (თუ წინა პარლამეტში ვერ შეყვეს თავი) ასე მათხოვრობენ და კივიან? (1-2 ახალი სახეც შემატებიათ)
ხან ეროვნულები ჰქვიათ, ხან სოცები, ხან ქრისტიანები ხან სარკინოზები...ათას პარტიაზე გადამხტარები...რა პროფესიაა ასეთი ეს "პოლიტიკოსობა", "დეპუტატობა" რო ხარკი უნდა ვუხადოთ იქეთ ამ სასტავს?
ანუ თუ კოკო გამსახურდიამ და ბეჟანა გუნავამ ვერ შეყვეს თავი პარლამენტში ან დიდმა კაკო ასათიანმა მომავალი არა აქვს ხო ამ ქვეყანას?

შეხედეთ პროსტა რა სასტავია და რა კმაყოფილები გამოვიდნენ
ბეჟან გუნავა – მე ვხედავ, რომ გიორგი კვირიკაშვილი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...r-ministri.html"პოლიტიკური კლასი" 1 კაციანი "პარტიებიდან", რომლებსაც ძალაუფლების წყარო ფეხებზე ჰკიდიათ.. უფრო სწორად თავისი თავი ჰგონიათ წყარო
ეს არ ნიშნავს რომ პარლამენტში ამათზე უარესები არ სხედან მარა როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს სიმახინჯე?