ამ წამს მომივიდა sms , მწერს ვინმე ,,მიყვარხარ''

) გავხსენი და ვკითხულობ ჩვენთვის ყველაზე საყვარელი და სანატრელი Techno BOOM-ის სარეკლამო განცხადებას

)) რომელიც ყოველ დღესასწაულზე ,,გვანებივრებს'' თავისი განცხადებებით

)
პ.ს. (3 საათიანი თემაა,მაგრამ, მომინდა დამეწერა

)
პ.პ.ს. ვალენტინობა არ ვიცი,მაგრამ ნამდვილ სიყვარულს გისურვებთ ყველას

სიყვარულს ლამაზი თვალები აქვს,
მომხიბვლელია და ვნებიანი.
ასე ჯერ არავინ მყვარებია,
ის სულ ჩემია და ჩემიანი.
ზოგჯერ შეშლილივით თამამია,
უყვარს კეკლუცობაც, თამაშიც...
ჩემი სიყვარული ლამაზია,
რაღაც უცნაურად ლამაზი.
ხშირად მოწყენილი, სევდიანი
თვალებს ამარიდებს ღრუბლიანს...
ჩემი ბუტია და ეჭვიანი,
ჩემი კაპასა და ჩხუბია...
მაინც მონატრებით მეხუტება,
მომწონს უჩემობას თუ ხვდება...
უკვე მერამდენედ მებუტება,
მაგრამ ქალია და უხდება.
ჩემი სიყვარული ამაყია,
უყვარს კეკლუცობა, თამაში.
თანაც მაცდური და ლამაზია,
რაღაც უცნაურად ლამაზი...
დ.ა.
This post has been edited by marimarita on 13 Feb 2016, 14:36
მიმაგრებული სურათი
If you judge people, you have no time to love them...