გამარჯობა მეგობრებო

თქვენი რჩევა მჭირდება რა, მოკლედ აუდი ა4 ბ7 მყავს, ვარ უკმაყოფილესი მაგრამ ერთი პატარა დეტალი მაინც მაწუხებს, ხანდახან სიჩქარეებში განსაკუთრებით 1-ში და მეორეში არ ვარდება ისე რბილად როგორც წესით უნდა ვარდებოდეს.
სიმპტომები ქონდა შემდეგი მაგალითად პირველში თუ არ ჩავარდებოდა, სცეპლენიას აუშვებდი ახლიდან გათიშავდი და ჩააგდებდა, ასევე დიდ აღმართზე დაძვრისას ხანდახან აძაგძაგებდა ხოდა მეგონა პლიტის ბრალი და შევცვალე კომპლექტში პლიტა, დისკი და ვიჟიმნოი(დავაყენე სულ ახლები და კარგი ბრენდის). ახლა მსგავს რამეს აღარ აკეთებს, მაგრამ პატარა პრობლემა მაინც დამრჩა, სიჩქარეებში მთლად რბილად მაინც არ ყრის, ძირითადად ისევ პირველში და მეორეში უჭირს, თუმცა სცეპლენიის აშვება აღარ უნდა, უბრალოდ უნდა მიაწვე ცოტა რიჩაგს და ჩააგდებს, ასე ემართება დაახლოებით 5 ჩაგდებაში ერთხელ. ხოდა ზეთის ბრალი მგონია მე ეს ამბავი და მინდა რო ზეთი შევცვალო და ეგება მირჩიოთ რა რა და როგორ, მთლიანად უნდა შევცვალო თუ ნაწილობრივ ? შეიძლება საერთოდ აკლია კიდეც. ცენტში მივიდე და იქ ვიყიდო ზეთი თუ სხვა კარგი ზეთიც შეიძლება ? მაგალითად მოტულის ზეთი. ან რამე სხვა აზრი ხო არ გაქვთ რატო შეიძლება უჭირდეს მაინც სიჩქარეში ჩაგდება ?
ხო პედალიც შევამოწმე და არ აქვს პრობლემა.
ამდენი რუსული სიტყვისთვის ბოდიში და წინასწარ დიდი მადლობა