შეიძლება ამაზე ადრეც მაქვს გახსნილი თემა, მაგრამ არ მახსოვს - რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით დანამდვილებით დასკვნამდე მაინც ვერ მივედი.
საკუთარი გამოცდილებიდან ბევრს ვერაფერს ვიტყვი: არ მყოლია შეყვარებული ან მეუღლე, რომელთანაც თვეების განმავლობაში მიცხოვრია და ა.შ. და სულ მაინტერესებს - რა მომენტში დგება მომენტი, როდესაც ადამიანთან, რომელთანაც ასე ახლოს ხარ ფიზიკურად, რომლის სხეულსაც იცნობ გადასარევად და რომელსაც აქვს პერსპექტივა გახდეს უახლოესი პერსონა, დაიწყო თავისუფლად გაცუება? აი, ერთად რომ დევხართ დივანზე და ლეპტოპებზე რაღაცას ამოწმებთ და კომფორტულად რომ გრძნობ თავს და რომ გაბრუწუნება გინდა. პირველი 3-4 თვე ხალხი თავს იკავებს , მაგრამ როდემდე?
როგორ დაძრავდით ამ ყინულს? წინასწარ გააფრთხილებდით თუ სიურპრიზს მოუწყობდით?