დამეხმარეთ პოლიტიკური თავსატეხის ამოხსნაში. ერთ-ერთ რუსულ ფორუმზე ვიპოვე:
კახი კალაძე და დავით უსუფაშვილი მიდიან ბიძინასთან წინასაარჩევნო კონსულტაციებისთვის. შეხვედრის მიზანი იყო საარჩევნო სიაში სამი პოლიტიკური სუბიექტის, მრეწველების, რესპუბლიკელებისა და ქართული ოცნების კვოტირების საკითხის გარკვევა. შეხვედრა შედგა ივანიშვილის რეზიდენციაში, N900 ოთახში.
ბიძინა ამბობს, მე ვიცი რომ თქვენ გაინტერესებთ თუ რამდენი წარმომადგენელი ეყოლება ამ პარტიებს, ყველაზე ცოტა ეყოლებათ მრეწველებს, მათზე მეტი რესპუბლიკელებს, ხოლო ყველაზე მეტი ქართულ ოცნებას, ალბათ ასევე გაინტერესებთ ზუსტი რიცხვი, თუ რამდენ რამდენი წარმომადგენელი ეყოლებათ ზუსტად სიაში, მაგრამ მე არ გეტყვით პირდაპირ, (რავარი გოთვერანია კი იცით), მხოლოდ მიგანიშნებთ.
მათი რაოდენობა სამი სხვადასხვა ნატურალური რიცხვია, რომელთა ნამრავლიტოლია იმ ოთახის ნომრისა, რომელშიც ახლა იმყოფებით: ამასთან მე კახის ვეტყვი რამდენი წარმომადგენელი ეყოლება რესპუბლიკურ პარტიას. მიდის და ჩასჩურცულებს ყურში, ისე რომ უსუფას არ გაეგონა.
რაზეც კალაძე ამბობს, რომ ამ მინიშნებით მას არ შეუძლია დაასახელოს სამივე პარტიის წარმომადგენელთა ზუსტი რაოდენობები:
ბიძინა ამბობს, მაშინ მე უსუფას ვეტყვი ქართული ოცნებისა და დარჩენილი ორიდან ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელთა ჯამს. უსუფასაც ეუბნება ყურში რიცხვს, ისე რომ კახის არ გაეგონა:
უსუფა ამბობს, რომ ამ მინიშნებით ის ვერ მიხვდება სამივე პარტიის წარმომადგენელთა ზუსტ რაოდენობას.
ამის შემდეგ გრძელდება დიალოგი:
კახი: მე კვლავ არ შემიძლია დავასახელო სამივე პარტიის წარმომადგენელთა ზუსტი რაოდენობები:
უსუფა: მეც არ შემიძლია დავასახელო სამივე პარტიის წარმომადგენელთა ზუსტი რაოდენობები
კახი: მე კვლავ არ შემიძლია დავასახელო სამივე პარტიის წარმომადგენელთა ზუსტი რაოდენობები:
უსუფა: მეც არ შემიძლია დავასახელო სამივე პარტიის წარმომადგენელთა ზუსტი რაოდენობები
კახი: მე კვლავ არ შემიძლია დავასახელო სამივე პარტიის წარმომადგენელთა ზუსტი რაოდენობები:
უსუფა: აი ახლა კი შემიძლია ვთქვა საარჩევნო სიაში სამივე პარტიის წარმომადგენელთა ზუსტი რაოდენობა.
დაასახელეთ თუ რამდენი წარმომადგენელი ეყოლება თითოეულ პარტიას საარჩევნო სიაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მსჯელობა ჭეშმარიტებას წარმოადგენს.
აბა შეიარაღდით ექსელით და გამოუშვით სწორი პასუხი სპოილერში. მე ორი პასუხი მივიღე, არადა ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ერთი პასუხია სწორი.
მოდერ არ წაშალო რა, რამდენი ვიწვალე პოლიტიკური თემა რომ გამოსულიყო ხომ ხედავ
This post has been edited by Dennis Bergkamp on 26 Jan 2016, 00:44