#46849259 · 28 Jan 2016, 12:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემთვის პროდასალურობა უმთავრესი კრიტერიუმია. ასევე მიმაჩნია რომ პროდასავლურობა პირდაპირპროპორციულია ანტირუსულობისა, ანუ რაც მეტად პროდასავლური ხარ მით მეტად ანტირუსული და პირიქით. რატომაა ეს ყველაზე აღმატებული კრიტერიუმი? მკითხავს მავანი. და რატომ არა ვთქვათ დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, უფლებები და ა.შ.
იმიტომ რომ ყველა ეს სიკეთეები და ღირებულებები, დემოკრატია, თავისუფლება, პლურალიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა, სოციალური დაცვა ა.შ. ასევე პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული პროდასავლურობასთან. ანუ რაც მეტად ისწრაფვი დასავლეთისკენ, მით მეტად ამკვიდრებ ყველაფერ ამას და პირიქით, რაც მეტად ისწრაფვი რუსეთისკენ მით მეტად ამცირებ ყველაფერ ამას.
სხვანაირად: მეტი პროდასავლურობა = მეტი ანტირუსულობა = ნაკლები პრორუსულობა = მეტი სიკეთეები (რაც ჩამოვთვალე და კიდევ მეტი)
ახლა მირჩიეთ ჩემთვის ამ უმთავრესი კრიტერიუმის მიხედვით ვის მივცე ხმა.
პასუხების ჩამონათვალში მთლიანი სახელწოდებების არგამოყენება მაპატიეთ. ასე უფრო მოხერხებულია. სპეციალურად არ შევიტანე "ყველა" და "არცერთი" რადგან ყველაფერში შეიძლება მეტ-ნაკლებობის დანახვა.
--------------------
ქოცი - განვითარების უმდაბლესი საფეხური.
|