პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებას გეგმავს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა იმ კითხვის პასუხად განაცხადა, გეგმავს თუ არა გაწევრიანებას "ქართულ ოცნებაში" და გახდება თუ არა მისი ლიდერი.
"შესვლას ვგეგმავ. ლიდერს უკვე ირჩევს ყრილობა და ვნახოთ", - განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...as-gegmavs.html რა მაგარია ანუ ამდენი ხანი ვიცე-პრემიერი გვყავდა კაცი რომელიც არ იყო პარტიული და ეხლა პრემიერი გვყავს რომლიც არ არის პარტიული!
ყოველგვარი ირონიის გარეშე ეს არის ძალიან, ძალიან მაგარი, დემოკრატიის განვითარების პონტშიც და სამოქალაქო თვითშეგნების პონტშიც! სულაც არ არის საჭირო რომელიმე პარტიის წევრი იყო, მთავარია საქმე იცოდე კარგად.
გულწრფელად მიმაჩნია რომ კვირიკაშვილი არის საქართველოს ყველა დროს საუკეთესო პრემიერ მინისტრი და მთავრობის მეთაური. 1 თვეა რაც პრემიერია და უფრო მეტი დადებითი და პოზიტივი შემოიტანა ქართულ პოლიტიკიაში ვიდრე მისმა წინამორბედებმა წლების განმავლობაში.
ძალიან გამიკვირდა და დადებითან გაკვირვებული დავრჩი ამ ამბის გაგებით.
This post has been edited by Mr_Crowley on 28 Jan 2016, 19:54