ჩემი ახალი კუზაოა კი.
ბენზინის დაჩიკის გვერდზე აქვს უკანა აკუმულატორების დატენვის დაჩიკი, ისარი შუაში უნდა იდგეს ვერტიკალურად და როცა ელექტრო ძრავი ჩაირთვება ოდნავ მარცხნივ უნდა გადაიხაროს, როცა დატენვაზე მიდის ოდნავ მარჯვნივ. როცა ელექტრო ძრავი ირთვება ტახომეტრის ისარი ჩამოდის 0-ის ქვემოთ, მწვანე ზონაში და დააკვირდი რამდენ ხანს იქნება ძრავი დაუქოქავ მდგომარეობაში, ანუ გაზს თუ არ დააწვები ძალიან და იგორავებ სწორ გზაზე 40-50 კმ/სთ სიჩქარით, დაახლოებით 1 კილომეტრი უნდა გაგატაროს დაუქოქავად თუ აკუმულატორები წესრიგშია, თუ მალევე დაიქოქა ძრავი, ესეიგი აკუმულატორები არ ვარგა. 60 კმ/სთ-ზე ისედაც იქოქება და 60-ზე ზევით ჰიბრიდზე არ გადავა. სხვა ძრავის პერიმეტრში პრავოდკები დაათვალიერე რომ გადაჭრილ/გადახვეულები არ იყოს და კარობკა მაგათ ვარიატორები აქვთ და დააკვირდი რომ ზუზუნის ხმა არ ჰქონდეს, დარტყმები მაგათ საერთოდ არ აქვთ, ძალიან პლავნად დადის. ოღონდ ელექტრო ძრავის ხმაც ისმის ხოლმე და მაგის ხმაში არ აგერიოს, იმენნა კარობკიდან არ უნდა მოდიოდეს ზუზუნი. აღმართზე-დაღმართზე ნახე დაიჭერს თუ არა თავს დრაივში და ეგაა, სხვა ვიზუალს კი შენ თვითონ შეაფასებ. თბილისში რომ იყოს, შემოირბენდი დიღომში და გინახავდი, მაგრამ რაიონში ნაღდად ვერ გამოგყვები

აბა წარმატებები!