#47393011 · 27 Mar 2016, 19:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, ebay-ზე ვიყიდე სულ ახალი (ცელოფნებში) ვიდეო კარტა MSI GTX 960 4G Gaming, კომპში ჩავსვი და ჩავრთე, ეგრევე მწვანე ფერებში გამოვიდა გამოსახულება, ვიფიქრე დრაივერების ბრალია თქო, ჩავწერე თავისი რაც დისკზე მოყვა დრაივერი-იგივე, გავაკეთე განახლება სულ ბოლო ვერსიით-იგივე! შეერთებული მაქვს dvi გადამყვანით vga-ზე (რაც მოყვა), სხვა დედა დაფაზეც მოვსინჯე და იგივე გამოსახულებაა, კომპი პარამეტრებით ძლიერია და ისიც ძლიერია რომელზეც მოვსინჯე (კვება, დედა დაფა, ოპერა და პროცესორი), ავიღე ისეთი მონიტორი რომელსაც პირდაპირი DVI და HDMI პორტები აქვს და შევაერთე, გამოსახულება მანამ არ გამოიტანა, სანამ ისევ თავისივე გადამყვანით vga-ზე არ გავუშვი. მოვსინჯე ერთი ათნაირი გადამყვანი როგორც DVI-VGA ასევე HDMI-DVI, HDMI-HDMI, DVI-DVI. დავაფორმატე კომპი და გამოსახულება ჩვეულებრივ ფერებში გამოუშვა DVI-პორტიან მონიტორზე მაგრამ როგორც კი დრაივერი ჩავწერე ეგრევე მონიტორი გაითიშა (no signal) და ისევ მხოლოდ თავისივე გადამყვანით ჩაირთო მხოლოდ dvi-vga-ზე, მაგრამ ისევ მწვანე ფერებით. დამეხმარეთ, მირჩიეთ რაიმე! მადლობა წინასწარ!!!
This post has been edited by zuzasniper on 27 Mar 2016, 19:56
|