მკვლელობა თბილისში - მოტივი ამ დროისთვის უცნობიამკვლელობა თბილისში. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
შემთხვევა ვარკეთილში შუამთის ქუჩაზე მოხდა. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს. ა
დგილობრივები ამბობენ, რომ მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მომხდარი სამართალდამცავების მისვლის შემდეგ შეიტყვეს. მათივე თქმით, ცოლ-ქმარს მცირეწლოვანი შვილები დარჩა.
ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე შეისწავლეს ადგილზე არსებული ვითარება და ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და თვითმკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.
http://rustavi2.com/ka/news/37542
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo