ხშირად არ ვკითხულობ აქ რეები იწერება, მაგრამ აქტიური თემებიდან გამომდინარე ვასკვნი, რომ დღეს საქართველოში ინტერნეტით ფულის შოვნის საუკეთესო მეთოდებია :
ადსენსი თეთრად და ფეისბუქის ტრაფიკით მუშაობა, იუთუბი - OK. ამით კიდე იშოვი რაღაცას კაცი.
სტატიების წერა - ესეც OK. მაგრამ ჯობს საკუთარი საიტისთვისაც წეროთ თუ ნიჭი გაქვთ.
ბიტკოინის გროვება, რაღაც სურფინგ საიტებით დეილიმოუშენის დასპამვა, ჩვეულებრივი ჰაიპები, 20 ლარად ფეისბუქის აქქების გაყიდვა, გოკანო ( ლოქერზის ანალოგი ყოფილა ) , რაღაც შენიღბული ჰაიპები - ჩიტების ფერმა, ნაგვის გადამუშავება და ა.შ . კიდევ აქ არა, მაგრამ ამაზონით მანიპულირებს ხალხი - აგზავნინებენ ნივთს და რეFუნდს ითხოვენ. - ვინც ამას აკეთებს, ჩემი რჩევა იქნება რომ შეეშვათ. იმიტომ რომ დროს კარგავთ. 1. იმიტომ რომ თქვენ შრომას შედეგი არ ექნება, არაფერი დარჩება მისგან. მეც ვსპამავდი იუთუბს და ფულსაც ვშოულობდი, მაგრამ ახლა სამუდამოდ დაკარგულია ჩემი შრომა და ვერაფერს ვერ ვშოულობ იქედან. ჯობს ისეთ რაღაცეებზე გაამახვილოთ ყურადღება რაც რამდენიმე თვის და წლების განმავლობაში მოგცემთ შედეგს.
ელემენტალურად, ნახეთ იმ სფეროში, სადაც მე ვმოღვაწეობ ( Amazon და სხვა affiliateები) რა ფასები აქვთ საიტებს.
რასაც საიტი ერთ თვეში საიტი შოულობს, იმაზე 25 ჯერ ძვირად შეგიძლია გაყიდო. (
https://empireflippers.com ) ( რასაც მე არ ვაპირებ, უბრალოდ მაგალითისთვის, თუ რატომ ჯობია შექმნათ რაღაც ფასეული რაც დიდი ხნის განმავლობაში თქვენც და მომხმარებლებსაც მოუტანს სარგებელს ) .
ეს იყო ჩემი მოკრძალებული აზრი, ვინც ნაწილობრივ მაინც გაითვალისწინებს ხო კაი, ვინც არა და ღმერთმა გაგიმარჯოთ თქვენს გზაზე, მე აქ არც რეფერალ ლინკები ჩამისვავს და არც წიგნს გტენით საყიდლად, ასე რომ სისულეებზე დაკარგავთ დროს თუ რაღაც ფასეულს გააკეთებთ, ამით არც არაფერი მემატება და არც მაკლდება.
არც კამათს ვაპირებ. თუ არ მეთანხმებით, შეგიძლიათ ჩათვალოთ არც წაგიკითხავთ.