http://commersant.ge/?m=5&news_id=32033&cat_id=8ამის მერე დავუჯეროთ ხადურს დ ამის დამქაშებს???
ყველაზე დიდი უბედურება, რაც ჩვენ გვჭირს, არის ის, რომ დანაზოგები გვაქვს დოლარში და შესაბამისად, სესხებიც დოლარში გვაქვს გაცემული - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.
იმას, რომ დოლარიზაცია ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ეროვნული ბანკის მონაცემებიც ადასტურებს. ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წელს დეპოზიტების დოლარიზაციამ 70%-ს გადააჭარბა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
ამ ფონზე ირკვევა, რომ თავად მინისტრებსაც დანაზოგების დიდი ნაწილიც უცხოურ ვალუტაში აქვთ ნომინირებული. გამოცემა „ტაბულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავად დიმიტრი ქუმსიშვილის დანაზოგების დიდი ნაწილი დოლარში აქვს. ქუმსიშვილის დეკლარაციის მიხედვით, უცხოურ ვალუტაში განთავსებული აქტივები ასე გამოიყურება: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესი - 20000.00 USD (სარგებელი 2000 USD), თი–ბი–სი ბანკი დეპოზიტი - 3460.00 USD, ბანკი ქართუ დეპოზიტი - 1000.00 USD, ნაღდი ფული - 5000.00 USD.
„კომერსანტი“ სხვა მინისტრების დეკლარაციითაც დაინტერესდა. 2015 წლის დეკლარაციის მიხედვით, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსაც დანაზოგი ანაბარზე „თი-ბი-სი ბანკში“ დოლარში აქვს - 26 257 დოლარი. სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასაც დანაზოგი დოლარში აქვს, ნაღდი ფულის სახით მინისტრს 45 ათასი დოლარი აქვს. დანელიას საბავშვო და ჩვეულებრივი ანაბარიც დოლარში აქვს განთავსებული - 5944 დოლარი- საბავშო ანაბარი; ანაბარი - 539 დოლარი. მინისტრს იპოთეკური სესხიც დოლარში აქვს აღებული 200 ათასი დოლარის ოდენობით.
თავად პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ერთ-ერთია, რომელსაც საკუთარ ანგარიშზე დოლარში ყველაზე ცოტა თანხა აქვს განთავსებული. ბანკ „ქართუში“ გიორგი კვირიკაშვილის მიმდინარე ანგარიში 902 დოლარია. თუმცა, 2 იპოთეკური სესხი პრემიერსაც დოლარში აქვს აღებული. სესხები ბანკ „ქართუშია“ გაცემული, ერთ შემთხვევაში 120 000 ათასი დოლარი, მეორე შემთხვევაში 173 500 ათასი დოლარი. თუმცა, როგორც პრემიერის, ისე სხვა მინისტრების ანგარიშებზე თანხები ლარშიც მოიპოვება.
ამ მონაცემებიდან ირკვევა, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა უმაღლესი თანამდებობის პირებსაც ნაკლები აქვთ. მათ ანგარიშებში ლარს ძალიან მცირე ადგილი უკავია.
უკვე გიგინებიატ მსგავი საქციელისთვის მინისტრებისათვის თუმცა იყოს ისევ თემა გინება ცოდნის დედაა, განმერებით გინება 2 დედაა
This post has been edited by paparesta on 28 Jan 2016, 16:08
მთავრობაში ჩვენი მოსვლის მეორე წელი იქნება კარგი, მესამე ძალიან კარგი, მეოთხეზე უნდა ვიგრძნოთ, რომ შეიცვალა სიტუაცია.
ბიძინა ივანიშვილი
24.12.2012
adblockplus.org