Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
არსენალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(10)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სოხუმის დაცემა.
, გ ვ ა ხ ს ო ვ დ ე ს
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
A10
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
A10
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 34153
წევრი No.: 22948
რეგისტრ.: 7-September 06
#6593157
· 7 Sep 2007, 11:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სოხუმის ბოლო შტურმი.
1993 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებით ქართულმა მხარემ დაშალა სამხედრო შენაერთები და გაიყვანა სოხუმიდან. არტილერიაც გატანილ იქნა. ზარბაზნების საკეტები გადაეცა რუსებს, თვითონ არტილერია გამოტანილი იქნა ფოთში. ამავე დროს აფხაზებმა თავისი არტილერია ახალი ათონიდან უბრალოდ გადაიტანეს ფსირცხაში, 30 კმ-ით მოშორებით.
ასე თუ ისე სროლები შეწყდა და სიხლისღვრა შეწყდა.
თუმცა ამის პარალელურად მთელი აგვისტოს თვე აფხაზური მხარე ახორციელებდა მაღლა მთებში ქართული სოფლებთან (შრომა, კომანი, ახალდაბა, ახალშენი, თავისუფლება) პოზიციებთან მისადგომი გზის მშენებლობას და გაბატონებული საცეცხლე წერტილების გამაგრებას. სოხუმის მაღლა გაბატონებული ქართული სიმაღლეები აშკარა იყო რომ ხდებოდა შემდგომი აფხაზური დარტყმის მიზანი. თუმცა მიუხედავად სარდლობის მრავალგზისი გაფრთხილებისა გენერალ გენო ადამიას და ჯაბა იოსელიანის მიერ, ეს დარჩა უყურადღებოდ.
აშკარა იყო რომ 1993 წლის იანვრის და მარტის ფრონტალური შეტევებისგან მტერმა არჩია შემოეტია ზემო მიმართულებიდანაც, მთებიდან.
1993 წლის 28 აგვისტოს, ქობალიას ფორმირებებმა მოახდინეს ხობი სენაკიდან სამთავრობო ძალების (ქუთაისის ომონი ბუცხრიკიძის მეთაურობით და შსს ეწ სპეცნაზის) ხობი სენაკიდან გამოყრა.
სენაკის აღების შემდეგ აფხაზეთისკენ მიმავალი სატრანსპორტო არტერიები (როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო) აღმოჩნდა ჩაკეტილი სოხუმის დამცველი რაზმებისთვის, რამაც ერთ ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოხუმის დაცემაში.
1993 წელს შევარდნაძის პრესინგით სოხუმში დაიწყო სწავლა. გახიზნული ბავშვები, ქალები დაბრუნდნენ განწირულ ქალაქში. ცნობისთვის, დანარჩენ საქართველოში სწავლა დაიწყო პირველ ოქტომბერს...
15 სექტემბერს აფხაზებმა დაიწყეს სოხუმის ბოლო შტურმი. არტილერიის გარეშე დარჩენილი ქალაქი აფხაზური არტილერიის მიერ იცხრილებოდა პირდაპირი დამიზნებით. რადგანაც ჩვენები ვეღარ ახდენდნენ მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩახშობას. დაიწყო ქალაქის ეწ ковровая бомбежка. სოხუმის დამცველები აღმოჩნდენ მძიმე მდგომარეობაში. ქალებით და ბავშვებით სავსე ქალაქში მათ უნდა ებრძოლათ იარაღის, ტექნიკის, არტილერიის გარეშე კბილებამდე შეიარაღებულ მტერთან.
სოხუმთან ერთადერთი მაშველი ძალა ჩავიდა თბილისიდან ტუ 134-თ, პოლიციის რაზმი.
სხვა გზები აღარ იყო. თუმცა მათ დიდი ვერაფერი ვერ შეძლეს.
შემდგომი ორი რეისი აფხაზებმა ჰაერშივე ააფეთქეს, დაიღუპა ძირითადში უშიშროების და მხედრიონის რაზმები.
ქობალიას გვარდიამ დროებით გაუხსნა გზა ქართულ შენაერთებს. დაახლოებით 4500 კაცი შევიდა ოჩამჩირეში, სადაც დაბანაკდა. ოპერაციებს ხელმძღვანელობდა ვიცეპრემიერი ავთანდილ მარგიანი.
მიუხედავად რიცხოვნობისა, ამ რაზმმა უთაურობის თუ საბოტაჟის გამო, ვერ მოახერხა აძიუბჟასთან კოდორის ხიდის გადავლა და ეს ბრიგადა რას აკეთებდა იქ ჩემთვის დღესაც ამოცანაა.
სოხუმი კი სულს ღაფავდა და იმედის თვალით ელოდა აღმოსავლეთიდან მაშველს ქობალიას გვარდიის თუ ოჩამჩირის ბრიგადის სახით.
22 სექტემბერს, მცირეოდენი შეტაკების მერე ყარყარაშვილმა მოახდინა კოდორის ფორსირება აძიუბჟასთან, და გადაიყვანა ოჩამჩირიდან სოხუმში 4 ტანკი და დაახლოებით 350 მებრძოლი. თუმცა ეს ზღვაში წვეთი იყო.
ოჩამჩირის ბრიგადა ისევ ადგილზე უმიზნოდ იზილება.
22 სექტემბერს (?) ზვიად გამსახურდია ჩამოდის ზუგდიდში და აცხადებს საერთო ჯარების მობილიზაციას და გაერთიანებას სოხუმის გადასარჩენად. თუმცა ეს დარჩა ლიტონ სიტყვებად.
ქობალიას გვარდიას მონაწილეობა არ მიუღია ანტიაფხაზურ ოპერაციებში. პირიქით დაიწყო სამთავრობო ძალების განიარაღება ოჩამჩირეში და გალში.
იმ დროს ზვიადისტურ წრეებში ფიგურირებდა აზრი რომ იმ სატანას (შევარდნაძეს) ჩააძაღლებდნენ სოხუმში, ხუნტის ჯარებიც და მხედრიონიც განადგურდებოდა აფხაზეთში და ამის შემდგომ მათ გზა ექნებდათ ხსნილი თბილისზე და კანონიერი ხელისუფლების აღდგენის შემდეგ დაიბრუნებდნენ აფხაზეთს. პარალელლურად იმართებოდა მიტინგები ზუგდიდში. ზგ ჩავიდა ოჩამჩირეში, სადაც შეხვდა სამთავრობო ზალების წარმომადგენლებს. თუმცა გაერთიანების საკითხი ადგილიდან არ დაძრულა.
სოხუმში უკვე ბოლო დღეებია.
რუსული შენაერთები უკვე აკონტროლებენ ფუნიკულიორს, ცენტრალურ სადგურს. ქალაქი იბომბება რუსული ავიაციით. ქართული შენაერთების ცენტრი აღარ არსებობს.
მხედრიონი, გვარდია, სამხედრო პოლიცია, ადამიას ბრიგადა არაორგანიზებულად ცდილობს დატოვოს ქალაქი.
შევარდნაძემ ბათიაშვილთან და ომეგასთან ერთად უკვე დატოვა ქალაქი. თვითმფრინავი დაჯდა ბათუმში. თუმცა შევარდნაძე არც გადმოსულა თვითმფრინავიდან. საწვავის შევსების შემდეგ გადაფრინდა თბილისში.
აფხაზეთის მინისტრი შარტავას ტყვედ იყვანენ და ხვრიტავენ.
სეპარატისტები უკვე ქალაქში არიან.
გაიხსნა ჯოჯოხეთის კარები და ქალაქში საშინელებები ხდება. სარდაფებში თავშეფარებულ ქალებს, ბავშვებს, უბრალო სოხუმელებს ანადგურებენ განსაკუთრებული სისასტიკით. ეწ აგნემიოტითაც (Шмель). განსაკუთრებით თავს იჩენს სისასტიკით ბასაევის ჩეჩნური რაზმი და ბაგრამიანის ბატალიონი.
სოხუმის დაცემისთანავე ავთანდილ მარგიანი იპარება ოჩამჩირიდან და ეს 4000 კაციანი მასა უკანმოუხედავად გამორბის.
არადა მათ შეეძლოთ წესიერი სამხედრო მეთაურობის შემთხვევაში თუნდაც კოდორთან, თუნდა ერისწყალზე მოეწყოთ თავდაცვითი ზღუდე და შეეჩერებინათ მტერი და გალი და ოჩამჩირე მაინც არ დაგვეკარგა.
ყარყარაშვილის, ადამიას და მხედრიონის შენაერთები ტოვებენ სოხუმს. გადაწყვეტილია გამაგრება მაჭარკის ხიდთან, რათა შეცერდეს აფხაზების წინსვლა. ორი ტანკით დაზვერვაზე წასული ყარყარაშვილი და ადამია ხვდებიან მოწინააღმდეგის მეწინავე ფეხოსანთა ჯგუფის ცეცხლქვეშ. წინმიმავალი ადამია თავის ორ მცველტან იღუპება. ყარყარაშვილი ბრუნდება უკან და თავისი რაზმით გადადის კოდორის ხეობით. მხედრიონიც იხსნება მაჭარკის ხიდიდან.
გამოქცეულ ჯარს (ჯარი უკვე აღარაა, სბროდია) გალში და ენგურზე უკვე ქობალიას ბრიგადები ანიარაღებენ. სამთავრობო ჯარი ხშირ შემთხვევაში სიხარულით აბარებს იარაღს. ხშირია შემთხვევები როცა ორი კაცი ანიარაღებს მტელ კბილებამდე შეირაღებულ ოცეულს.
სოხუმის დაცემიდან ორ დღეში, სეპარატისტები გამოდიან ენგურის ხიდზე.
--------------------
დედისტყვნა ბიძინას!
მამისტყვნა კობახიძეს!
საქართველოს დიდება და გამარჯვება!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
uluria
Super Member
ჯგუფი: Registered
uluria
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 450
წევრი No.: 4419
რეგისტრ.: 23-February 04
#6593438
· 7 Sep 2007, 12:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეეეხ
უბედურებაა, უბედურება ამის მოსმენა და წაკითხვა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Cyborg-Mcloud
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Cyborg-Mcloud
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8518
წევრი No.: 13245
რეგისტრ.: 30-September 05
#6593533
· 7 Sep 2007, 12:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
A10
ნდაა... ეხლა ამ ლინკს ერთს გადავუგზავნი, გუშინ მიხურებდა ომი იმიტო წავაგეთ რო აფხაზები მაგრები არიანო... ხოდა ამდენის მოყოლის თავი არ მქონდა და დრო, ვიბრიდები ისე ცუდად ვარ, ხოდა აგერ გაეცნოს.
ისე კარგად წერ, იქნება ასეთივე პატარ-პატარა ინფოები დაწერო როგორ დაიწყო, სადღაც შუაში რა ხდებოდა(რაც კარგად იცი) - სოხუმის პირველი დაცვა და ა.შ. მოკლედ საინტერესო საკითხავია. მწარეა - მარა სხვა გზა არ არის. 100-ჯერ რო დაწეროს 100-მა კაცმა ეს ისტორია 100-ჯერვე წავიკითხავ და რამე ერთი ხაზი მაინც რო იყოს ახალი - უკვე საინტერესოა.
--------------------
Жизнь - смертельная болезнь, передаваемая половым путем.
"ავღანეთია და იობანი ვროტია" (c) Zyklon
ჟოპოზიციონერთ მოძულე ანტიმიშისტი
ამ ქვეყანაში ქალიშვილების 90% იმიტომაა ქალიშვილი, რო მაგათ პროსტა არავინ მოტყნავს (c) Kissie
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
A10
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
A10
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 34153
წევრი No.: 22948
რეგისტრ.: 7-September 06
#6593577
· 7 Sep 2007, 12:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Cyborg-Mcloud
ეს ყველაფერი ბევრს აქვს დაწერილი. და თითქმის ყველა ნაომარის მემუარები მოგონებები წაკითხული მაქვს.
ზოგი ნამეტანი ტენდენციურია. ზოგი ტყუილებს აბრეხვებს. თუმცა ძირითადად იმას ვწერ რასაც შევესწარი, ვნახე ანდაც ძალიან სანდოსგან ვიცი.
ისე კი მეტნაკლებად კარგად ეს პერიოდი ჯაბა იოსელიანის ''სამი განზომილება''-ში წერია.
თუ პუტჩისტურ იდეოლოგიურ ნაგავს მოაშორებ, საინტერესო ფაქტობრივ ანალიტიკური მასალაა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
uluria
Super Member
ჯგუფი: Registered
uluria
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 450
წევრი No.: 4419
რეგისტრ.: 23-February 04
#6593631
· 7 Sep 2007, 12:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(A10 @ 7 Sep 2007, 12:41 )
Cyborg-Mcloud
ეს ყველაფერი ბევრს აქვს დაწერილი. და თითქმის ყველა ნაომარის მემუარები მოგონებები წაკითხული მაქვს.
ზოგი ნამეტანი ტენდენციურია. ზოგი ტყუილებს აბრეხვებს. თუმცა ძირითადად იმას ვწერ რასაც შევესწარი, ვნახე ანდაც ძალიან სანდოსგან ვიცი.
ისე კი მეტნაკლებად კარგად ეს პერიოდი ჯაბა იოსელიანის ''სამი განზომილება''-ში წერია.
თუ პუტჩისტურ იდეოლოგიურ ნაგავს მოაშორებ, საინტერესო ფაქტობრივ ანალიტიკური მასალაა.
ეგ სად, იბრძოდი შენც თუ ცხოვრობდი?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Cyborg-Mcloud
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Cyborg-Mcloud
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8518
წევრი No.: 13245
რეგისტრ.: 30-September 05
#6593634
· 7 Sep 2007, 12:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
A10
ხოდა ზუსტად მაგიტო მეზარება იმეების კითხვა. როგორც წესი მაღალ ჩინოსნები წერენ ძალიან ტენდენციურად, და უნდა იჯდე და puzzle ითამაშო არკვიო რა ნაწილი სად ზის. და ან რიგითების მონათხრობი არი არასრული და სურათს ვერ ხედავ, წიპა იქ ვიდექით, ორჯერ შემოვიდნენ რა, ერთი 3-4 კაცი დავუგდეთ ალბათ, მერე ჩემი ძმაკაცი დაიჭრა და იმას გავყევი ჰოსპიტალში... ხოდა სურათს ვერ ხედავ. მე ვერ ვხედავ, სხვებს ალბათ უკეთესი ნიჭი აქვთ.
მოკლედ რო არ დაგეზარება, თუ არ დაგეზარება, ერთი მკითხველი გყავს ამ ფორუმზე ჩემი სახით და როცა გაგიხარდება დაწერე კიდევ რამე ეგეთი "ხმელი" ინფორმაცია და წავიკითხავ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
A10
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
A10
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 34153
წევრი No.: 22948
რეგისტრ.: 7-September 06
#6593693
· 7 Sep 2007, 12:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
uluria
არა, არ ვიბრძოდი.
ზუგდიდში ვიყავი. ხანდახან სოხუმშიც.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
uluria
Super Member
ჯგუფი: Registered
uluria
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 450
წევრი No.: 4419
რეგისტრ.: 23-February 04
#6593725
· 7 Sep 2007, 12:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
A10
მაშინ ჩვენები რომ შევიდნენ მაშინ როგორი მდგომარეობა იყო მაგაზეც გვითხარი რამე. ძალადობა რომ იყო რამდენად ყო სისასტიკე, მკვლელობები თუ ხდებოდა, თუ მარტო მოროდიორობა იყო? მხოლოდ არაქართველების მიმართ ხდებოდა ძალადობა თუ ადგილობრივი ქართველების მიმართაც? რა ძალები შევიდნენ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Atomic
Crazy Member
ჯგუფი: Members
Atomic
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3789
წევრი No.: 27299
რეგისტრ.: 22-December 06
#6593749
· 7 Sep 2007, 12:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ომი იმიტო წავაგეთ რო აფხაზები მაგრები არიანო
არ მეგონა ვინმეს აფხაზების სიძლიერის თუ ჯეროდა . . .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
A10
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
A10
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 34153
წევრი No.: 22948
რეგისტრ.: 7-September 06
#6593803
· 7 Sep 2007, 12:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
uluria
ნუ, სამთავრობო ჯარი სამეგრელოში მაროდიორობდა და სისასტიკესაც იჩენდა და იქ გაცილებით უარესად იქცეოდნენ.
თუმცა აფხაზური მხარე უფრო დიდ საზიზღობებს შვებოდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
uluria
Super Member
ჯგუფი: Registered
uluria
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 450
წევრი No.: 4419
რეგისტრ.: 23-February 04
#6593817
· 7 Sep 2007, 12:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Atomic
სიძლიერე არა, მაგრამ შემართება და თავდადება ჰქონდათ, რაც მთავარია სიძულვილი ჩანერგილი წლების განმავლობაში. ამას ჩვენი "რკინიგზის დასაცავად ჩვენი საუკეთესო ნაწილების" შესვლაც დაემატა, რომლებმაც ეს ზიზღი უფრო გაამწვავეს და სხვა არაქართველებიც გადაგვკიდეს.
* * *
A10
სამეგრელოში რასაც შვრებოდნენ ეგ ვიცი, პირადად ვარ მოწმე. ამას რომ საკუთარ ხალხს უშვრებოდნენ, თქვენ წარმოიდგინეთ რას დამართებდნენ აფხაზებს. დარწმუნებული ვარ ამანაც დააჩქარა ანტიქართული განწყობა. გეტყობა მეგრელი ხარ და გეცოდინება აფხაზების დამოკიდებულება მეგრელებთან და დანარჩენ ქართველებთან.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
A10
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
A10
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 34153
წევრი No.: 22948
რეგისტრ.: 7-September 06
#6593920
· 7 Sep 2007, 13:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
uluria
როგორ გითხრა, დიდად არც მანამდე ვუყვარდით და ომისთვის ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ.
მაგრამ ჩვენი მხრის მოქმედებებმა (მაროდიორობა, თავგასულობა, აფხაზების და სხვების ძარცვა+მკვლელობა+გაუპატიურება) უფრო გაამწვავა ამ ომში აფხაზების და სხვების წინააღმდეგობა.
ჯერ კიდევ ყარყარაშვილის ენგური - ფსოუს რეიდის დროს (ომი ჯერ არ იყო დაწყებული. 92-ს მარტი) გუდაუთა - გაგრაში ხშირი იყო ჩვენი გვარდიის მხრიდან მოროდიორობა ძარცვის შემთხვევები.
http://forum.ge/?f=29&showtopic=33766191&st=0
იგივე თემა აქაცაა, თუმცა უფრო პოლიტიკური განხრითაა
This post has been edited by
A10
on 7 Sep 2007, 13:14
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
uluria
Super Member
ჯგუფი: Registered
uluria
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 450
წევრი No.: 4419
რეგისტრ.: 23-February 04
#6594039
· 7 Sep 2007, 13:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
A10
მე მაშინ სკოლაში ვიყავი და პირველი არხი უკვე სამხედრო საბჭოს ხელში იყო და თავისთვის სასარგებლო ინფორმაციას ავრცელებდა, ანუ ჩვენზე ცუდს არ იტყოდნენ. მოგეხსენება, რა მძლავრი იარაღია და როგორ შეუძლია ხალხის აზრის შეცვლა ტელევიზიას. მეც მეგონა, რომ ჩვენები ცუდს არ იზამდნენ და მარტო თავს ვიცავდით და არ ვძარცვავდით და არ ვკლავდით. ჩემი ასაკის და მიამიტობის გამო. მარტო იმათ სისასტიკეზე იყო საუბარი. გაგრაზე ლეგენდებს ყვებოდნენ რაღაც ტანკზე, რომლის აფეთქება შუეძლებელი იყო. მერე გაირკვა, რომ ჩვენები საკმაო რაოდენობით იყვნენ რომ გამკლავებოდნენ, ბასაევიც კი ამბობს თავის ინტერვიუში დაპანიკდნენ ქართველებიო. ისიც კი გავიგე, რომ ადგილობრივები რამდენიმე დღე ერიდებოდნენ ბრძოლაში ჩართვას. გაგრის დაცემის შემდეგ ჩაერთვნენ და ისიც შეზღუდული რაოდენობით. ისიც ცნობილია, ადგილობრივებმა დრო რომ იხელთეს (რა თქმა უნდა რაღაც რაოდენობის ნაბიჭვრებმა) და მეზობლების სახლების დაწიოკება-ძარცვას მიჰყვეს ხელი. აფხაზი ერის რაოდენობის გამო, დანაკლისი პროცენტულად მათზე უფრო აისახა, ყველა ყველას ახლობელი და ნათესავი გამოდის და ოჯახების უმეტესობას დაეკარგა ვიღაც ამ ომში. ყველამ იცის ალბათ ყარყარაშვილის ცნობილი დამუქრება აფხაზეთის ტელევიზიით აფხაზების ამოწყვეტის და სისხლის დალევის შესახებ. ყველამ ვიცით აფხაზების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, ძირითადად სტერეოტიპული. ჩემი აზრით, უნდა შეფასდეს სამხედრო გადატრიალების მოვლენები სათანადოდ და აფხაზეთი კი მასზეა გადაჯაჭვული. ამ მთავრობას შეეძლო ნოლიდან დაეწყო, არ გაეგრძელებინა ბანდიტების და შევარდნაძის მთავრობის მემკვიდრეობა. ეთქვა, რომ ჩვენ არ ვართ იმათი სამართალმემკვიდრე და საჩვენებლად მაინც დაესაჯა ჩვენი მხრიდან აფხაზეთის ომის დროს ვინც ძალადობას ჩადიოდა. უნდა დასჯილიყვნენ ისინიც, ვინც სამეგრელოს აწიოკებდა. ამით აფხაზებს დავანახვებდით, რომ ჩვენ ისინი არ ვართ, რომ ჩვენც მოვტყუვდით და ჩაგვითრიეს და ორივე მხარემ უნად მოუბოდიშოს ერთმანეთს. ნდობა თუ არ აღდგა არც არაფერი არ გვეშველება.
* * *
A10
დიდად რომ არ ვუყვარდით მაგის მიზეზებიც ჰქონდათ. ჩვენი მოსახლოების ძალიან დიდი ნაწილი ჩასახლებული იყო აფხაზეთში, მაგრამ ხშირად ეს ხდებოდა ამავე მოსახლოების სურვილის საწინააღმდეგოდ. დაცარიელებულ ადგილებს ავსებდნენ. ჩვენები რომ არ ჩაესახლებინათ რუსები, სომხები და სხვები ჩასახლდებოდნენ. დადასტურებული ფაქტია, რომ აფხაზების რაოდენობა მცირდებოდა, მაგრამ არა ქართველების პროცენტული რაოდენობის გაზრდის ხარჯზე, არამედ - რუსების. გასაგებია ჩვენ რატომ ვძულვართ, მაგრამ ასჯერ მეტად უნდა სძულდეთ რუსეთი. ჩვენ უფრო პატარა ერი ვართ და ჩვენთან შეჯიბრის მომენტი უფრო აქვთ, რუსეთთან იციან რომ ვერაფერს ვერ გახდებიან. რაც უბედურება ჭირთ სულ რუსის ბრალია, რუსებმა გადაასახლეს აფხაზეთში და სამომავლოდ ამ კოზირის გამოყენება საჩვენოდ შეგვიძლია.
თემას რომ დავუბრუნდეთ, რომელიღაც გაზეთში იყო გამოქვეყნებული ქართველის ინტერვიო, რუმელიც 27-ში უზენაესი საბჭოს შენობიდან როგორღაც დაუსხლტა აფხაზებს და გადარჩა. ამის შესახებ თუ იცი რამე, ვინ იყო, სად არის?
* * *
გადაასახლეს თურქეთში უნდა დამეწერა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Atomic
Crazy Member
ჯგუფი: Members
Atomic
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3789
წევრი No.: 27299
რეგისტრ.: 22-December 06
#6594133
· 7 Sep 2007, 13:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ყველა, ვინც კი მიქარა იქიდანაც და აქედანაც, სასტიკ სასჯელს იმსახურებს . . .
რაც შეეხება ნდობის აღდგენას, ძალიან რთულია, განსაკუთრებით, რუსეთის საოკუპაციო ჯარის ყოფნის პირობებში და პრინციპში, ისედაც - არამგონია, აფზაზებს რაიმენაირად მოუნდეთ ქართულ სახელმწიფოში ნებაყოფლობით ცხოვრება . . .
დღევანდელი წყობიდან გამომდინარე, აფხაზეთში ძალის გამოყენება გარდაუვალია . . .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
uluria
Super Member
ჯგუფი: Registered
uluria
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 450
წევრი No.: 4419
რეგისტრ.: 23-February 04
#6594182
· 7 Sep 2007, 13:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Atomic
ველაპარაკებით რო საერთოდ აფხაზებს? უაზრო გამოსვლების და ბაქიბუქის გარდა არაფერი ხდება. ისეთი ხალხია ამ ამბით დაკავებული, რომ არც კი იცის ადგილობრივი სპეციფიკა, საერთოდ იგნორირებულია სამეგრელოს როლი.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
არსენალი
|
იქით
»
Pages:
(10)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0487 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.