BBC - „საბჭოთა საიდუმლო ობსერვატორია, რომელიც კოსმოსს კვლავ უთვალთვალებს“
BBC-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „საბჭოთა საიდუმლო ობსერვატორია, რომელიც კოსმოსს კვლავ უთვალთვალებს“. როგორც სტატიის აღწერაში წერია, აბასთუმნის ობსერვატორია საბჭოთა პერიოდში საიდუმლო დაწესებულება იყო. BBC-მ გადაწყვიტა გაეგო, თუ როგორ მოახერხა ობსერავტორიამ ცივი ომის შემდგომ მსოფლიოში ადაპტირება.
„გზის ბოლოს, ძროხებითა და ცხენებით დასახლებულ ტყიან მთაზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე, მცირე მაგრამ გამბედავ მეცნიერთა ჯგუფი მსოფლიოს გადარჩენას ცდილობს. ისინი ამას უკვე ათეულობით წლებია აკეთებენ, მიუხედავად სახელმწიფო რეპრესიებისა, თუ საყოველთაო აპათიისა. თუმცა, ეს ჯგუფი სამეცნიერო ფანტასტიკის გიმრები არ არიან. აქ, საბჭოთა დროს აშენებულ ობსერვატორიაში, რომელიც ქალაქ აბასთუმანში მდებარეობს, ეს ყოველდღიური ცხოვრებაა.
„ჩვენ გვაქვს 14 ტელესკოპი, აქედან ორი მუშაობს“, - აცხადებს დოქტორი მაია თოდუა. აბასთუმანი ერთ დროს ასტრონომიის განვითარებას წინა ხაზზე იყო. თავად ქალაქი, რომელიც მე-19 საუკუნეში ჰაერითა და თერმული წყლებით იყო ცნობილი, დიდი პოპულარობით სარგებლობდა რომანოვების ოჯახში, რომელიც მაშინ საქართველოს აკონტროლებდა, როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილს. მეფე ნიკოლოზ II-ის ძმა გიორგი რომანოვი მოყვარული ასტრონომი იყო და სწორედ მან ჩამოიყვანა პირველად მეცნიერები სანკტ-პეტერბურგიდან. საუკუნის მიწურულს აშენდა პირველი ტელესკოპი. მე-19 საუკუნის პირველი ათეული წლები, აბასთუმანი რუსეთის იმპერიის სამეცნიერო და კულტურული ელიტის ჰაბს წარმოადგენდა.
აბასთუმანი ოფიციალურად საბჭოთა ობსერვატორიად 1932 წელს ჩამოყალიბდა. ეს პროცესი კოსმოსურ ტექნოლოგიებში საბჭოთა ინტერესების ზრდის ფონზე მოხდა, რომლის კულმინაციაც „სპუტნიკის“ გაშვება გახდა.
თუმცა, ქართველ მეცნიერებს აბასთუმანში ყოველთვის ბევრი სამუშაო არ ჰქონიათ. მთავარი აღმოჩენები სამეცნიერო ტიტანის ევგენ ხარაძის მმართველობის დროს მოხდა, რომელიც ობსერვატორიას 1932 წლიდან 1991 წლამდე ხელმძღვანელბოდა. ასევე, მაგალთად რომან კილაძე პლუტონის ყველაზე დიდი თანამგზავრის ქარონის არსებობას ვარაუდობდა იმაზე ერთი წლით ადრე, ვიდრე ის ამერიკელებმა 1978 წელს აღმოაჩინეს. მისი კოლეგა მიხეილ ვაშაკიძე კი იმ პერველ მეცნიერებს შორის იყო, რომლებმაც პოლარიზებული რადიაცია აღმოაჩინეს კიბორჩხალას ნისლეულში.
ქართველი მეცნიერები ხშირად რუსი კოლეგების ქვეშევრდომებად განიხილებოდნენ - რუსები გაუშვებდნენ „სპუტნიკს“ და ქართველები თანამგზავრის მონაცემებს ქვემოდან ამუშავებდნენ.
„ქართველი ასტრონომები ძირითადად რუსი კოლეგებისთვის დამკვირვებლებად მუშაობდნენ. ისხდნენ ოფისებში და ცივი ზამთრის ღამეებში აკვირდებოდნენ. ამის შემდეგ კი ინფორმაციას რუსულ სისტემებს აწვდიდნენ. ფურცელზე კი, პირველ ადგილზე რუსი ასტრონომები ეწერა, ხოლო ქართველები - ბოლოს“, - განაცხადა ბიძინა კაპანაძემ, რომელიც აბასთუმანში უკვე დიდი ხანია, მკვლევრად მუშაობს. მისი კვლევის ობიექტს აქტიურ გალაქტიკებში შავი ხვრელები წარმოადგენს.
მისივე თქმით, კორუფციაც დიდი პრობლემა იყო, რადგან პირადი ნაცნობობით დასაქმებული ადამიანები კოლექტივის ნახევარს შეადგენდნენ. კიდევ ერთ პრობლემას კი გარე სამყაროსგან იზოლირება წარმოადგენდა - თითიქმის შეუძლებელი იყო უცხოურ ჟურნალებში კვლევის გამოქვეყნება ან უცხოელი კოლეგებისგან ახალი მეთოდების სწავლა. ასევე, საბჭოთა იდეოლოგია ხანდახან ხელს უშლიდა კარგ კვლევას.
ხარაძის თქმით, ობსერვატორიის მთავარი შენობის გარდა, კიდევ 17 შენობა შედის კომპლექსში, რაც კარგად ასახავს საბჭოთა იდეოლოგიას - ხარისხზე მნიშვნელოვანი რაოდენობაა. ყოველი ხუთწლიანი გეგმა ახალი შენობის აშენებას ითვალისწინებდა, რომელიც მოჩუქურთმებული იყო ასტროლოგიური ნიშნებით, თუმცა ტექნოლოგიების განახლება დიდ წილად იგნორირებული იყო.
მიუხედავად ყველაფრისა, თორდუას თქმით, ქართველმა მეცნიერებმა ბევრი კარგის გაკეთება შეძლეს ნორმალური საბჭოთა დაფინანსებით და რამდენიმე წელიწადში ერთხელ განახლებული ტელესკოპებით. (ბოლო ტელესკოპი 1977 წელს ჩაიტანეს აბასთუმანში)
თუმცა, გამოწვევები, რომლებიც აბასთუმნის წინაშეს იდგა საბჭოთა დროს, არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც შემდეგ მოხდა. თუ საბჭოთა სისტემას ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები, განუკითხაობის პირველ წლებში, ედუარდ შევარდნაძის დროს, თითქმის ყველაფერი განადგურდა. თოდუა, რომელიც აბასთუმანში 1989 წელს მივიდა, უეცარ ცვლილებას იხსენებს.
„აბასთუმანი ყველაფერზე მაღლა იდგა... თითქმის 250 ადამიანი მუშაობდა და ცხოვრობდა აქ თავიანთი ოჯახებით. იგი საბჭოთა მოქმედ აბსორვატორიებს შორის საუკეთესო იყო. შემდეგ, რამდენიმე თვეში ყველაფერი შეიცვალა“, - საქართველო დამოუკიდებელი გახდა და ქვეყანა ქაოსმა მოიცვა. ხარაძე უცერემონიოდ მოხსნეს თანამდებობიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ - თოდუას ეს კარგად ახსოვს - „მე ჩემს თეზისზე მუშაობა დავიწყე და ყველაფერი ჩამოიშალა“.
ამას მოჰყვა ელექტრომომარაგების ხშირი შეწყვეტა. „საშინელება იყო, საშინელება... ოთხი თვის განმავლობაში არ გვქონდა ელექტროენერგია“. ეს არამარტო შუქის არ ქონას გულისხმობდა, არამედ გათბობის არ ქონას ძალიან ცივ რეგიონში. თოდუას ახსოვს, როგორ იღვიძებდა 2-3 გრადუსიან სიცივეში. მას და მის კოლეგებს გასათბობად ხეების მოჭრა მოუწიათ. ხელფასები კი უბრალოდ არ არსებობდა, - „ფული არ იყო. მთავრობა ყოველდღიურად 300 გრამ პურს გვაწვდიდა თითო ადამიანზე“.
ასეთი პირობების გამო, მეცნიერების დიდი ნაწილი - მათ შორის, ცოტა ხნით, თოდუაც - იძულებული იყო თბილისში კერძო სამსახური ეშოვა. ამასთან, საბჭოთადროინდელი ცუდი ფაქტორები - ნეპოტიზმი და კორუფცია შემორჩა. „დარჩენილი მეცნიერები საბჭოთა ეპოქის - 80 წელს გადაცილებულები იყვნენ“, - იხსენებს კაპანაძე 2000-იანი წლების დასაწყისს. მხოლოდ 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელმაც პროდასავლელი მიხეილ სააკაშვილი მოიყვანა ქვეყნის სათავეში, სიტუაციამ გამოსწორება დაიწყო ობსერვატორიისთვის. 2008 წელს ის შევიდა ილიას უნივერსიტეტის შემადგენლობაში, რამაც ახალი ფინანსები შესძინა. ამასთან, USAID-ის პროგრამით ობსერვატორიის ნაწილი მუზეუმად გადააკეთეს - ევგენი ხარაძის ოთახი აღადგინეს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც მან ის დატოვა.
მიუხედავად ამისა, ობსერვატორია ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. დაფინანსება მინიმალურია. თვითმფრინავები, რომლებიც ობსერვატორიის თავზე დაფრინავენ, ხელს უშლიან ახალ აღმოჩენებს. თოდუამ და მისმა გუნდმა არაერთხელ სცადეს საქართველოს ავიაციის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკება, თუმცა უშედეგოდ. თოდუამ გაიგო, რომ იუნესკოს შეუძლია ობსერვატორიისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება. ეს გამოსავალი იქნებოდა. „მათ ვერ ვუკავშირდებით“, - განაცხადა თორდუამ.
ასევე ორი მუშა ტელესკოპიდან მხოლოდ ერთი - 1957 წლის 70სმ-იანი ლინზის ტელესკოპი - მუშაობს ბოლომდე გამართულად. მეორე - 1937 წლის Zeiss-ის ტელესკოპი - მხოლოდ მუზეუმში გამოიყენება. 12 გაფუჭებული ტელესკოპიდან ერთ-ერთის გაკეთებაც კი ასობით ათასობით, ან მილიონობით დოლარი დაჯდებოდა. ეს წარმოუდგენელია დღევანდელი 2 მილიონ ლარიანი ბიუჯეტით. თოდუას თქმით, ბიუჯეტის 80% 150 თანამშრომლის ხელფასებზე იხარჯება. 2013 წელს მკვლევართა ხელფასი 625 ლარიდან 312,5 ლარამდე შემცირდა, რამაც ზოგიერთ მკვლევარს თანამდებობა დაატოვებინა. თუმცა ეს ბიუჯეტიც კი 10-ჯერ მეტია იმაზე, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო.
„შევარდნაძის დროს ამაზე ნაკლები იყო“ - თქვა ბიძინამ.
თუმცა ფული არამხოლოდ აღჭურვილობისთვისაა საჭირო. თოდუას თქმით, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში კვლევის გამოქვეყნება ასობით ან ათასობით დოლარი ჯდება, რაც ძალიან შემზღუდველია. არადა, ასეთი კვლევების გამოქვეყნება ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს.
„ათეულობით წლის მანძილზე, მხოლოდ „ასტრონომიჩესკი ჟურნალში“ შეგვეძლო გამოქვეყნება“, - აცხადებს კაპანაძე.
მიუხედავად ყველაფრისა, მეცნიერები აგრძელებენ მუშაობას იმით, რაც აქვთ - 1957 წლის ტელესკოპი, ჩვეულებრივი HP ლეპტოპი და მართვის პრიმიტიული სისტემა. თოდუას ეს გამოწვევები არ აშინებს.
„ჩვენ გვაქვს აღჭურვილობა, რაც კვლევებისთვისა და დაკვირვებისთვის გვჭირდება და კვლევებს ახლა ვაქვეყნებთ საერთაშორისო ჟურნალებშიც. ხარისხი მაღალია“, - აცხადებს თოდუა, რომელიც ასევე აღიარებს, რომ კარგი იქნებოდა ახალი აღჭურვილობა. მას სურვილი აქვს, დააკვირდეს ეგზოპლანეტებს, თუმცა ამაყობს იმით, რასაც ობსერვატორიამ მიაღწია.
სამეცნიერო მუშაობის გარდა, აბასთუმნის ობსერვატორიას 15 ათასამდე ადამიანი სტუმრობს წელიწადში, მათ შორის სკოლებიდან, ტურებზე მყოფი მოსწავლეები. ახლა გერმანელი სტუდენტებით სავსე ავტობუსი მოვიდა. არიან კერძო სტუმრებიც. თოდუამ სტუმართა წიგნი მაჩვენა, სადაც ჩანაწერები არამხოლოდ რუსულად და ქართულად, არამედ გერმანულად, ინგლისურად, ფრანგულად, სომხურად და ებრაულადაც არის. ეს ყველაფერი მოწმობს იმაზე, თოდუას აზრით, რომ საქართველოს აქვს შანსი, კვლავ იყოს ჩართული მსოფლიო სამეცნიერო სცენაზე.
ობსერვატორიის ერთ-ერთ შენობაში თოდუა მაცნობს უფროს მეცნიერს შოთა ინასარიძეს, რომელიც „ახლო ასტეროიდებს“ იკვლევს. ანუ იმ ასტეროიდებს, რომლებიც შესაძლოა დედამიწას შეეჯახონ და კატასტროფული შედეგები გამოიწვიონ. „ის ჩვენი მცველია“ - აცხადებს თოდუა, რომელიც ხაზს უსვამს მის წარმატებულ სამუშაოს ობსერვატორიაში - იშვიათი ასტეროიდების აღმოჩენა, რომლებიც ერთმანეთის ორბიტაზე მოძრაობენ.
ნებისმიერმა მოძველებულებულმა აღჭურვილობამ შესაძლოა კარგი შედეგი მოგვცეს, კარგი მეცნიერების ხელში. თოდია მიუთითებს საათზე, რომლის საშუალებითაც განისაზღვრება ტელესკოპის პოზიცია. ეს 1902 წლის Ericsson-ის (მოგვიანებით Sony-Ericsson) საათია. ის 113 წლისაა და ჯერ კიდევ შესანიშნავ სამუშაო მდგომარეობაშია“.
http://news.ge/ge/news/story/158452-bbc-sa...av-utvaltvalebsესეც ბი-ბი-სი-ს ორიგინალი სტატია:
http://www.bbc.com/future/story/20151102-t...pace?ocid=fbfut
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.