მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:
1. გერმანია;
2 კანადა;
3. დიდი ბრიტანეთი;
4. აშშ;
5. შვედეთი.
დანარჩენ ადგილებს ინაწილებენ: ავსტრალია, იაპონია, საფრანგეთი, ჰოლანდია და დანია.
შედეგები გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ამბებისა და მსოფლიო ანგარიშის სააგენტოს, ასევე პენსილვანიის უნივერსიტეტის კონსულტაციების შემდეგ. სააგენტოს თავმჯომარემ მორტიმერ ზიუკერმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ: „უნივერსიტეტების,სამედიცინო დაწესებულებებისა და ნებისმიერ სხვა ინსტიტუციის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება შესულიყვნენ მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების ღია პორტალზე ხმა მიეცათ, ან დაკვირვებოდნენ იმ პროცესს,რომელიც ეხმარებოდა მოქალაქეებს, ბიზნესმენებს ან სახელმწიფოებს არსებული შედეგებით მიეღოთ საუკეთესო გადაწყვეტილება საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სხვა კუთხით“.
გამოკითხვაში მონაწილეობა 16 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. დიაგრამა გვიჩვენებს ოცი ქვეყნის რიგითობას და ქულათა რაოდენობას.
მსოფლიო
ბევრმა მიზეზმა განაპირობა ის, რომ გერმანია პირველ ადგილს იკავებს. სააგენტოს ცნობით, ქვეყანა არამხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით ლიდერობს, არამედ იმითაც, რომ იგი მოწინავეა უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლებით, ასევე პოპულარულია მთელს მსოფლიოში, როგორც საუკეთესო ქვეყანა – მიიღო განათლება და იცხოვრო მშვიდად, გქონდეს არსებობისთვის მნიშვნელოვანი პირობები და პირობებზე მეტი.
სტატიაში ასევე აღნიშნულია ანგელა მერკერის, როგორც ლიდერის ფაქტორი,რომელმაც მნიშვნელოვანი გამოწვევები და გადაწყვეტილებები მიიღო.
პროექტისთვის შეირჩა 60 ქვეყანა,რომელთაც 16 ათასმა ადამიანმა 24 კატეგორიაში მისცა ხმა. კატეგორიების მიხედვით, ხმები დაჯამდა და საერთო რაოდენობით გამოიკვეთა პირველადგილოსანი ქვეყანა.
იყო კატეგორიები, რომელშიც მეტი ხმა სხვა ქვეყნებმა მიიღეს. მაგალითად, კანადა ცხოვრების ხარისხითა და დონით პირველ ადგილზეა მსოფლიოში და ასევე მეორე ადგილზეა სამოქალაქო თვითშეგნების კატეგორიაში. შვედეთი პირველია მწვანე პოლიტიკისა და ბავშვების აღზრდის ხოლო, მეორე ადგილზეა ღია ბიზნესისა და ცხოვრების ხარისხის კატეგორიებში.
ბრაზილია კი, რომელიც მეოცე ადგილს იკავებს სკალაზე, პირველია თავგადასავლებისა და რისკის მაძიებლების კატეგორიაში, ლუქსემბურგი ღია ბიზნესის, საფრანგეთი კულტურული, გერმანია მეწარმეობის კატეგორიებში პირველ ადგილს იკავებენ.
ხმა 36 ქვეყნის წარმომადგენელმა მისცა. მათი ნახევარი, დაახლოებით, 8 ათასი ადამიანი სტუდენტები, ან საშუალო სკოლის და უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები არიან. ხმათა 4,5 ათასზე მეტი ბიზნეს ლიდერმა მისცა, თითოეული რესპოდენტს სთხოვდნენ გაეზიარებინათ საკუთარი აღქმები ამ ქვეყნებთან დაკავშირებით.
მიმაგრებული სურათი
xodaa... :)