#46805772 · 23 Jan 2016, 19:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნაშრომში ჩვენ თვალი გადავავლეთ ორი ცნობილი ქართველი პოლიტიკოსისა და მეცნიერის მოსაზრებებს ერის დეფინიციის შესახებ. ამ მსჯელობებში არის როგორც მსგავსება, ასევე განსხვავებაც. ორივე მოაზროვნე ერის ფორმირების პროცესში მნიშვნელოვან მომენტად თვლის ენას, ეკონომიკას, კულტურას, საერთო ცნობიერებას და ა.შ. არსებითი განსხვავება არჩილ ჯორჯაძისა და გერონტი ქიქოძის შეფასებებს შორის, ვლინდება, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს. „ მე ვამბობ, სახელმწიფომ შვა ერი.“ ამბობს იგი. ერებმა რომლებმაც დაკარგეს დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანზიაცია, იმის ცდაში არიან, რომ ან ხელმეორედ დაუკავშირდნენ სახელმწიფოს ან შექმნან ახალი, თუნდაც მსგავსი ორგანიზაცია ( ავტონომია, ფედერაცია და ა.შ.) არჩილ ჯორჯაძე ერთმნიშვნელოვნად გადამწყვეტ როლს აკისრებს ერის ჩამოყალიბებისთვის სახელმწიფოს. რაც შეეხება, გერონტი ქიქოძის მოსაზრებას, პოლიტიკური ორგანიზაციის, სახელმწიფოს შესახებ, იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, თუმცა მთავარ და გადამწყვეტ როლს არ აკისრებს ერის ჩამოყალიბებისთვის. ქიქოძის აზრით, სახელმწიფო არ წარმოშობს ერებს, არამედ ერი მთელი არსებობის მანძილზე ცდილობს მოთხოვნილებების შესაფერისი სახელმწიფო მოიპოვოს.
ეს ტექსტი მითარგმნეთ რა ინგლისურად....
|