მოკლედ წეღან ერთ-ერთ თემაში სულ სხვა თემაზე ვკამათობდით და თემამ მოიტანა...
როგორც ყველამ ვიცით საქართველოს კონსტიტუციით ჩვენს ქვეყანაში აკრძალულია პროსტიტუაცია.
პირადად მე ასეთი ადგილების სტუმარი არ ვარ, არა იმიტომ რომ ჩემში სპეტაკი სული ბინადრობს, უბრალოდ "ჟმოტი" ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა თბილისში არსებული უამრავი ე.წ. "ბორდელები" ვიცი, რომ არაფერი ვთქვათ სოკოებივით მომრავლებულ ორ კარტიან ბორდელებზე... ასე ვეძახი ჩინურ მასაჟებს.
ქალაქის ცენტრში ვცხოვრობ და ჩემს სიახლოვეს უამრავი ასეთი დაწესებულებაა. ქალაქის ცენტრს იმიტომ გავუსვი ხაზი რომ 2 წუთიც არ გავა ისე რომ სამართალდამცავებმა თავისი "ნაც–ქოცურად" მოციმციმე სხივები რომ არ მიმოაბნიონ. არადა მათ სიახლოვეს, ერთ კედელს იქით ყოველ წუთიერად ქართველი ოღრაში და ჩინელი ბიზნესვუმენი კანონს არღვევენ.
რა თქმა უნდა დაუჯერებელია ის ფაქტი რომ პოლიციას სჯერა ფერად–ფერადად მოციმციმე ფასადს იქით ტურისტი ქალბატონები, შრომისგან დაღლილ ქართველ საქმოსნებს რელაქსაციურ მასაჟს სთავაზობენ და უხვად დაგროვილ მარილებს უშლიან ზურგის არეში, მაგრამ ისინი ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევენ. ვფიქრობ სხვა აზრი არ არსებობს და 100 % დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ ასეთი ადგილები ხელშეუხებელია, რადგან მას ვიღაც თავის ფრთას აფარებს პირობითად "ზემოდან" და უნდა ვივარაუდოთ რომ ეს ზემოთ საკმაოდ ზემოთაა...
ნუ სავარაუდო სურათი ასეთია, ეს ვიღაც კონკრეტული პირის, ან პირების ბიზნესია, რომლებსაც საკმაოდ ძლიერი ზურგი აქვთ ან თანამდებობა უქმნით ზურგს, რომლებიც უხვად კვებავენ ყველას, რადგან ამ თემაზე ყველა გაჩუმებულია.
ეს ნიშანია და ამ ნიშნის გარეშეც ვიცით რომ პროსტიტუცია მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ბიზნესია, შესაბამისად მისი ლეგალიზაცია ათობით და შეიძლება ასობით მილიონიც კი მოუტანოს სახელმწიფოს. ამას გარდა ეს გახდება კონტროლირებადი და რეგულირებადი ბიზნესი:
1. დასაქმდება ხალხი და იქნებიან კანონიერი ბოზები (რაც ჩვენს ქვეყანაში მკვეთრად გაზრდის დასაქმებულთა რაოდენობას)
2. გადაიხდიან გადასახადებს და გარდა ერთი ადგილისა, ჩეკსაც ამოსცხებენ
3. სექს–მუშაკები იქნებიან კანონით დაცულები, იმ შემთხვევაში როდესაც მათ ვიღაც ფიზიკურ შეურაწყოფას აყენებს გარდა იმ "შეურაწყოფისა" რაზეც შეთანხმდნენ, მას ექნება უფლება პატრული გამოიძახოს და არ ექნება იმის შიში რომ პატრული მასაც დააჯარიმებს ან დააკავებს უკანონო საქმიანობის გამო
4. გაივლიან მუდმივ სამედიცინო შემოწმებას, რის შედეგადაც უამრავი სექსუალური გზით გადამდები დაავადებების კონტროლი მოხდება და შესაბამისად შემცირება.
5. დაწესდება რეგულაციები და აიკრძალება ასეთი ადგილების გახსნა სკოლებთან, სკვერებთან და ისეთ ადგილებთან სადაც არასრულწლოვნებს უწევთ ყოფნა. ნუ კიდევ იქნება რაღაც სხვა, რომელზე ახლა ფიქრი და დროის ხარჯვა მეზარება.
6. აღარ მოხდება ძალადობა არასრულწლოვნებზე, რომელსაც ჩვენ "დავაჟკაცებას" ვეძახით და საბოლოო ჯამში არ ვართ წინააღმდეგები, მაგრამ მაინც მსოფლიო ფიქრობს რომ 12 და 13 წლის ბიჭის "დავაჟკაცება" ერთგვარ ფსიქოლოგიურ სტრესს ახდენს მასზე და მის ფსიქიკას ამახინჯებს.
მოკლედ კიდევ უამრავი რამით შეიძლება იყოს დადებითი ლეგალიზაცია, მაგრამ რა თქმა უნდა ასევე ამას შეიძლება უამრავი უარყოფითი ფაქტორიც ქონდეს.
განვიხილოთ ბატონებო
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare