Edi-182გარანტიები იქნება, თვითონ ჩამოვა ის კაცი და იტყვის რა როგორ არი, მე სულ არ მოვკიდებდი ამ საქმეს ხელს დარწმუნებული რომ არ ვიყო. ჩემს მეგობარს გაუკეთა საბუთი ეხლა იქ არის უკვე 8 თვეა, ყველა ვალი გასტუმრებული აქვს და წინა დღეს ბინების ფასებს მეკითხებოდა რამდენად შეიძლება 1 ოთახიანი ახალაშენებულში ვიყიდოვო.
აგერ არის მაგ კაცის საიტი (ზოგი იტყვის საიტის გაკეთებას რაღა უნდაო)
http://efraimlaw.co.il2000$-იან სამსახურს პირდება ვინც სამუშაო საბუთს გააკეთებს.
რაც შეეხება ალახაკბარს, იმ ქალაქში სადაც ესენი არიან არანაირი ალახაკბარი არ ყოფილა აქამდე, მაგრამ 100% არავინ არსად არ არია დაცული.
რაც შეეხება ამერიკას შარშან ჩემმა თანამშრომელმა ფული ისესხა და მეუღლესთან ერთად ამერიკაში წავიდა სამუშაოთ, ვიღაც ნათესავები დაპირდნენ შენ ოღონდ ჩამოდიო და გინახავთ სამსახურსო,
1 თვის მერე მისი ძმა დარბოდა გადარეული და ხალხს ეკითხებოდა არავინ გყავთ ამერიკაში ჩემი ძმა უმუშევრად ზისო, იმ ნათესავებმა გადააგდესო, ქირას ვეღარ იხდისო და მერე აღარ ვიცი მაგის ისტორია წამოვედი იმ სამსახურიდან.
ეს 2000$ სამსახური რასაც ეს კაცი გვპირდება ადვილი არ არის 11 საათი უნდა იმუშავო მაგდენი, რომ გამოგივიდეს.
პარასკევი ნახევარი დღე მუშაობ და შაბათს ისვენებ.
იქ საათობით ხდება ხელფასის დაგროვება.
1 საათი = 7-8$
თვეში 25 დღე 11საათი რომ იმუშავო
=1925-2200$ თვეში
აქედან 300$ სულ მცირე ჭამა ყოველთვე და 300$ ბინა.
ზოგი ასეთ ხელფასს აქაც კი იღებს.
მაგრამ ისეთი ხალხი ვინც აქ წელებზე ფეხს იდგავს და 600-800 ლარზე მეტს ვერ შოულობს
და ფიქრობს რომ შეძლებს საზღვარგარეთ მუშაობას ჩემი აზრით ცუდი ვარიანტი არ არის.
ადვილი არავის ეგონოს საზღვარგარეთ
ყოფნა.
მე 1 კვირით ვიყავი ჩინეში და როდესაც ჩამოვედი მიწას ვკოცნიდი.
საზღვარგარეთ მუშაობას ძალიან დიდი მოტივაცია უნდა.
This post has been edited by Rom on 31 Jan 2016, 07:12