პანკისის მოსახლეობის პასუხი რუსეთს – ადგილობრივები სერგეი ლავროვს ხეობაში ეპატიჟებიან. უცნობია, მიიღებს თუ არა ამ მიწვევას კრემლის პირველი დიპლომატი.
ლავროვის განცხადებას, თითქოს ხეობას, ე.წ. ისლამური სახელმწიფო თავშესაფრად იყენებს, გიორგი მარგველაშვილი და ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები პანკისში სტუმრობით ეხმაურებიან.
საქართველოს პრეზიდენტი და უცხოელი დიპლომატები რუსეთის პირველი დიპლომატის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ხეობაში დღეს პირველად ჩავიდნენ და ადგილობრივებთან შეხვედრა გამართეს.
ოფიციალური თბილისი ხეობაში გამკაცრებულ კონტოლზე მიუთითებს, საფრთხეს გამორიცხავს და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან რაიონის სრულ კონტროლზე საუბრობს.
დეტალები ნახეთ სიუჟეტში.
http://1tv.ge/ge/news/view/116691.html