ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი იქნება
ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი იქნება
დღეს, 17:48 123
პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო გაზაფხულზე დაგეგმილი ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილს წარადგენს.
ამის შესახებ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრებსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გუშინ გადაწყდა, რომ გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნების წევრი გახდება. დღეს გამართულ შეხვედრაზე კი პოლიტსაბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ყრილობაზე, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება, პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი წარადგინონ.
http://rustavi2.com/ka/news/37791