ხმაური გარდაბნის არჩევნებზე-სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდახმაური და დაპირისპირება გარდაბანში-ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და ის ნიღბიანი პირები დაუპირისპირდნენ, რომლებიც ნაციონალების განცხადებით ნომერ მე-2 საარჩევნო უბანთან მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენდნენ.
როგორც ნაციონალურ მოძრაობაში განმარტავენ ვითარება ნომერ მე-2 საარჩევნო უბანთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც უცნობმა ნიღბიანმა პირებმა არასრულწლოვან ადგილობრივს შეურაცხყოფა მიაყენეს და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა თავის დასაცავად ხელში ქვა აიღეს.
ამ ინციდენტის შემდეგ პროცესში საპატრულო პოლიცია ჩაერთო, რომელიც ადგილზე მანამდეც იმყოფებოდა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის განცხადებით ნიღბიანების მიერ განხორციელებული ზეწოლისა და შემურაცხმყოფელი საქციელის მიუხედავად რეაგირებას არ ახდენდა.
ნაციონალური მოძრაობა ასევე განმარტავს, რომ ტერიტორიაზე შეიარაღებული პირებიც მოძრაობდნენ.
http://rustavi2.com/ka/news/37629
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo