იან კელი - პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის
15:28 30-01-2016
იან კელი - პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის. ამის შესახებ ელჩმა პანკისში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა. "საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ძალიან გარკვევით გასცეს პასუხი ბრალდებებს, ტერორისტულ ბაზების არსებობის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატებიც ცხადია საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს ტეროტრიზმთან ბრძოლაში. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის", - განაცხადა იან კელიმ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის განცხადებით, პანკისის ხეობას "ისლამური სახელმწიფო" წვრთნებისთვის იყენებს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...za-ar-aris.htmlსაქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობაში სრული სიმშვიდეა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა დუისში განაცხადა, სადაც ის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
მარგველაშვილის თქმით, ამის შესახებ მან ინფორმაცია თავად მოსახლეობისგან მოისმინა.
"თქვენი თვალით შეგიძლია ნახოთ, როგორი სიმშვიდეა აქ. აქაური მცხოვრებლები ამბობენ, რომ ასეთი მშვიდი გარემო, სადაც კრიმინალი საერთოდ არ არსებობს, სხვა ადგილებში ნაკლებად არის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ადგილობრივებთან შეხვედრისას ხეობის ერთ-ერთმა უხუცესმა გიორგი მარგველაშვილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება შეახსენა, რომელიც პანკისის ხეობას ეხებოდა. უხუცესის თქმით, პანკისის ხეობაში არაფერი ხდება და იქ სრული სიმშვიდეა.
"ბატონი ლავროვიც ხომ არ დავპატიჟოთ, აქ ჩამოსასვლელად", - უპასუხა მარგველაშვილმა უხუცესს.
ასე! სახელმწიფო აკონტროლებს პანკისს პარტნიორებთან ერთად